fbpx

დიტო სამხარაძე:არ გყოფნით? კიდევ გინდათ ქართველების სისხლი?

როდესაც საუბარია ომზე და ქართველების სისხლისღვრაზე, კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებს, ომის პარტიის მონებს და მათ მესაკუთრეებს!

9 აპრილი – 21 საქართველოს მშვიდობიანი დემონსტრანტი შეეწირა წითელი იმპერიის დაშლას, ათასობით დაშავდა და მოიწამლა ტოქსიკური გაზით, რომელიც დემონსტრანტების დასაშლელად გამოიყენა საბჭოთა არმიამ, ბევრი მათგანი გარკვეული დროის შემდეგ გარდაიცვალა❗️

აფხაზეთის ომი – რუსეთის სპეცდანაყოფებთან და აფხაზ სეპარატისტებთან ბრძოლაში დაიღუპა 3000 ქართველი ჯარისკაცი და 10 000-ზე მეტი ქართველი მშვიდობიანი მოქალაქე! ერთი ამდენი დაიჭრა/დაშავდა❗️

08.08.2008 – რუსეთ-საქართველოს ომში, ნაცების სისხლიანი რეჟიმის ყალბი მონაცემებით, მოკლული ან დაკარგულია საქართველოს 230 მოქალაქე და 180 სამხედრო დაიღუპა. თვითმხილველების მტკიცებით, გაცილებით მეტია გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა❗️

საერთაშორისო, სამშვიდობო მისიები – მხოლოდ ავღანეთში საქართველოს 22 000 ქართველ ჯარისჯაცს აქვს ნაბრძოლი! 32 დაიღუპა, 100-ზე მეტი დაიჭრა❗️

არ გყოფნით? კიდევ გინდათ ქართველების სისხლი?

დღეს, საქართველოს ხალხის ინტერესების დამცველი მთავრობა ჰყავს! არაფერზე გავცვლით ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტს, რელიგიას, მშვიდობას‼️
ჩვენი გზა ევროპულია❗️ არავისზე ნაკლები სისხლი არ დაგვიღვრია და არც არავისზე ნაკლები არ გვიბრძოლია! ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენივე სისხლით გვაქვს მოპოვებული ✊🏻🇬🇪👊🏻❗️

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება