fbpx

დიმიტრი ხუნდაძე: ხელისუფლება მყარად მიუყვება ევროპულ გზას და ოპოზიცია კვლავ მიზანმიმართულად იბრძვის ამის წინააღმდეგ

ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე სამუშაო ჯგუფის შეკრებას გამოეხმაურა სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე. როგორც ის წერს, შეხვედრა უკვე დატოვა „ლელომ”, ხოლო დარჩენილი მართული ოპოზიცია ამ პროცესს დესტრუქციის ახალ შესაძლებლობად განიხილავს.

„დღეს, პარლამენტში 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფი შეიკრიბა და მუშაობა დაიწყო. “ლელოს” სულსწრაფობამ სძლია და თავიდანვე გაემიჯნა პროცესებს.
რაც შეეხება ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის დანარჩენ მართულ ნაწილს, ამ პროცესს დესტრუქციის ახალ შესაძლებლობად განიხილავენ და ეს მათი ქმედებიდანაც ჩანს, რომელთა ინტერესშიც ამ სამუშაოს ჩაგდებაა და არა კონკრეტული შედეგის მიღწევა.
სწორედ ამიტომ, მათი შეთავაზებები ისევ ქვეყნის რისკებთან იქნება დაკავშირებული, რაზეც მმართველი გუნდისგან უარს მიიღებენ და ეს იქნება საბაბი შეხვედრების ჩაშლის. სქემა იგივეა, ჩვენი მხრიდან არ შესრულდეს, “მათმა” არ მოგვცენ და წინასაარჩევნოდ ნაცკლასტერის სასარგებლოდ ხალხი გაბრაზდეს.
ასე სურთ, მაგრამ ასე ვერ გამოვა, რადგან საზოგადოება პროცესებში საკმაოდ კარგადაა გათვითცნობიერებული და მისი უპირველესი დავალება ხელისუფლებისადმი მშვიდობა და სტაბილური განვითარებაა. მათ ურჩევნიათ ევროპული გზის გავლა მშვიდობიანად და დინჯად, ვიდრე ომით და სწრაფად.

ვნახოთ, ოპოზიციური პარტიები გზადაგზა რას შემოგვთავაზებენ და რამდენად გამოიყენებენ ამ პროცესს კვლავ პოლარიზაციის გასაღრმავებლად საქართველოში. ფაქტი ერთია, ხელისუფლება მყარად მიუყვება ევროპულ გზას და ოპოზიცია კვლავ მიზანმიმართულად იბრძვის ამის წინააღმდეგ,” – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება