fbpx

დიმიტრი ხუნდაძე: შარშანდელი შეცდომა არ უნდა განმეორდეს და გამჭვირვალობის შესახებ კანონი უნდა იქნას მიღებული

“საქართველო და ევროპა ერთი პრობლემის წინაშე დავდექით, რაც არის ჩვენდამი ვასალური დამოკიდებულება. ეს ღიად განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა,” – ამის შესახებ “ხალხის ძალის” გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამ პრობლემის წინაშე დგას დღეს საქართველოც და რომ არა ჩვენი ქვეყნის პრონციპული პოზიცია, დღეს ჩვენს ქვეყანაში უკრაინის მსგავსი პროცესები განვითარდებოდა.

“საქართველო და ევროპა ერთი პრობლემის წინაშე დავდექით, რაც არის ჩვენდამი ვასალური დამოკიდებულება. ეს ღიად განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ესეიგი ასე ფიქრობს ფრანგი ხალხი და სწორედ ამიტომ ღებულობენ “უცხო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს”.

ამ პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით ჩვენც. ამიტომ გვიწევს ამის ღიად დაფიქსირება და საფრანგეთის მსგავსი კანონის მიღებაც. რომ არა ჩვენი ასეთი პრინციპული პოზიცია, შესაძლოა უარესს მდგომარეობაშიც ვყოფილიყავით, მიგვეღო ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება.

ერთი წლის წინ, ამ კანონის გაწვევის შემდეგ, დაირღვა დონორების პირობა, რომ შესაბამისი კანონის გარეშე შავი ფული გამჭვირვალე გახდებოდა. მოხდა პირიქით, გაიზარდა უკონტროლო ფულის შემოდინება, ხელისუფლებაზე ზეწოლა, პოლარიზაცია და ექსტრემიზმი რევოლუციური პროცესების სასარგებლოდ. ამიტომ, ვფიქრობ, შარშანდელი შეცდომა არ უნდა განმეორდეს და გამჭვირვალობის შესახებ კანონი უნდა იქნას მიღებული,” – წერს ხუნდაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება