fbpx

დიმიტრი ხუნდაძე – ყველაზე უკეთ იცის ბატონმა ბიძინამ, რომ განცხადების გაკეთებაზე რეკომენდაცია მისგან არ მიმიღია, კარგა ხანია ის არ მინახავს – არ მჭირდებოდა არავის შეკვეთა, დაკვეთა, ზარი და ფორმულირება, რა უნდა მეთქვა

თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას“, არც ბიძინა ივანიშვილისა და არც „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების რეკომენდაცია არ ყოფილა და მისი ბუნებრივი რეაქცია იყო.

„დეპუტატმა ასეთი განცხადება გააკეთოს არ არის მარტივი და ამას გარკვეული პასუხისმგებლობა სჭირდება. მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაზე უკეთ იცის ბატონმა ბიძინამ, რომ მე მისგან არ მიმიღია რეკომენდაცია, მე ის კარგი ხანია არ მინახავს. ის, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესები დაიცვა, ეს არის შენი პასუხისმგებლობა, ამას არავის შეხსენება არ სჭირდება, როცა დასაცავია ღირსება საზოგადოების, ქვეყნის და მას შეურაცხყოფას აყენებენ, აქ ყველამ უნდა ამოიღოს ხმა, უნდა ითქვას სათქმელი. მე არ მჭირდებოდა არავის შეკვეთა, დაკვეთა, ზარი და ფორმულირება, რა უნდა მეთქვა, მე ვისაუბრე იმაზე, რამაც ძალიან გამაბრაზა და ვფიქრობ, რომ ეს იყო აბსოლუტურად სამართლიანი, იმ უსამართლობაზე, რაც დიმიტრი ხუნდაძეს კი არ შეეხო მხოლოდ ან მის ოჯახს, არამედ ეს შეეხო მთელს საზოგადოებას. ეს იყო ბუნებრივი რეაქცია ყველა პასუხისმგებლობიანი ადამიანის. მაგრამ ის, რომ ჩემს რეაქციაზე სახალხო დამცველი მეუბნება, რომ „რას ამბობ, გაჩუმდი, როგორ ბედავ?“ მე ვფიქრობ, ეს არის სწორედ დანაშაული, როდესაც სათქმელია და არ ამბობ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება