fbpx

დიმიტრი ხუნდაძე: „სასწრაფოდ გვჭირდება არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური შემოწმება“ – ეს არ არის „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონის შემობრუნების მცდელობა, ეს არის EPP-ის მიერ ევროპარლამენტში მოწოდების ტექსტი ამ კანონის შექმნის შესახებ

„გაიგეთ რას ამბობენ ევროპაში? რიგი არასამთავრობოები არაკეთილსინდისიერად იქცევიანო!“, – ამის შესახებ პარლამენტში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძემ აგენტების შესახებ კანონპროექტზე ისაუბრა, რომელზე მუშაობაც ამჯერად ევროკავშირში მიმდინარეობს.

„მოწოდებით გამოვდივართ, რომ აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის ეკვივალენტი შეიქმნას.

არასამთავრობო ორგანიზაციები ყოველდღიურად ახორციელებენ გამორჩეულ სამუშაოს, როგორც ადგილობრივ, ასევე – გლობალურ დონეზე. მიუხედავად ამისა, ისევე როგორც სხვა საჯარო საქმიანობაში, არსებობენ არაკეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს ფარად იყენებენ მოსყიდვის, არაგამჭვირვალე ლობირებისა და გარიგებაზე გავლენის მოხდენის მიზნით.

საქმემ აჩვენა, რომ გვჭირდება კონტროლის გაძლიერება და ხარვეზების აღმოფხვრა. მხარს ვუჭერთ მკაფიო სტანდარტებსა და გამჭვირვალე წესებს. არ გვსურს ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რამდენიმე ორგანიზაციის არასწორი ქმედების გამო დამნაშავედ გამოვიყვანოთ.

სასწრაფოდ გვჭირდება არასამთავრობო ორგანიზაციების ყოვლისმომცველი, წინასწარი ფინანსური შემოწმება, სანამ მათ არ შეიყვანენ გამჭვირვალობის რეესტრში. საჭიროა, რომ პოლიტიკოსები და ლობისტები მესამე ქვეყნებიდან დარეგისტრირდნენ. უნდა დავადგინოთ წესები, რომელიც გაართულებს არაგამჭვირვალე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ინსტიტუტების მოტყუებას და აღადგენს ხალხის ნდობას. საჭიროა შეიქმნას უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის ანალოგი.“

მოგეწონათ?

არ შეშინდეთ!

არ შეკრიბოთ წაუკითხავი კანონის პროტესტისთვის რუსთაველზე ხალხი და ნუ დაიწყებთ მოლოტოვის კოქტეილების დარიგებას.

ეს არ არის „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონის შემობრუნების მცდელობა. ეს არის ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პარტიის EPP-ს მოკლე განმარტებითი მოწოდების ტექსტი, აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის(FARA) ევროპული ეკვივალენტის შექმნის შესახებ.

ეს არის პრაქტიკულად ამერიკულ-ქართულ-ევროპულ-რუსული კანონი. მხოლოდ ერთი განსხვავებით, რომ ის მხოლოდ საქართველოშია რუსული.

გაიგეთ რას ამბობენ ევროპაში?

რიგი არასამთავრობოები არაკეთილსინდისიერად იქცევიანო!

ინსტიტუტების მოტყუებას ცდილობენო!

მათი ფინანსური კონტროლი აუცილებელიაო!

საჭიროა რეგისტრაცია და გამჭვირვალობაო !

ეს ყველაფერი ევროპული ან ამერიკული ინგლისურიდან თუ გესმით, ქართულიდან რატომ ვერ გაიგეთ? თუ ვერ მოისმინეთ, წაგეკითხათ მაინც.

თუ თქვენ წაკითხვა აგიკრძალეს და ისე მოგთხოვეს გაპროტესტება, ახალგაზრდებისთვის მაინც გეცადათ ოთხგვერდიანი კანონის წაკითხვა და არც მათ დასჭირდებოდათ პოლიციელების ცოცხლად დაწვა.

არც იმ წესიერ ხალხს დასჭირდებოდა იმ ღამეს „ბრძოლის ველზე“ სელფების გადაღება და სოციალურ ქსელებში მტკიცებულებად გავრცელება, რომ თქვენი მხრიდან ბულინგის მსხვერპლნი არ გამხდარიყვნენ.

რამდენს მოღალატეობა დააბრალეთ და რამდენის ოჯახს მიაყენეთ შეურაცხყოფა.

სიმართლის თქმა რუსეთუმეობის ძახილით გსურდათ ჩაგეხშოთ.

პრემიერ ღარიბაშვილს რუსეთის ინტერესების გატარება დააბრალეთ; როცა მან უკრაინაში ომის დაწყების მთავარ მიზეზად მისი ნატოში შესაძლო გაწევრიანება დაასახელა.

რამდენიმე დღეში ნატოს გენ. მდივანმა იგივე მოსაზრება რომ დააფიქსირა, ის უკრაინის მხარდაჭერად ჩათვალეთ.

როდესაც ვთქვით, რომ სამწუხაროდ, იმ ეტაპისათვის, უკრაინაში დასავლეთი რუსეთთან ომს აგებსო, რუსულ პროპაგანდად შერაცხეთ.

და როცა აშშ-ის სახ.დეპარტამენტის ანგარიშში ჩაიწერა, რომ „უკრაინაში ბრძოლის ველთან დაკავშირებით რთული სიტუაციაა, დაფინანსების დონე იწურება, ვფიქრობთ 97% ამოწურულია. თუ აშშ-ს კონგრესი სწრაფად არ იმოქმედებს, რესურსი ამოიწურებაო“, კონგრესმა დაფინანსებაზე უარი თქვა. ამაზე კი ხმაც არ ამოგიღიათ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება