fbpx

დიმიტრი ხუნდაძე: სასამართლო სისტემის წარმომადგენლებმა ჩვენზე კარგად იციან, რომ ვეტინგის სისტემა არა მათ პროფესიონალიზმს ზომავს, არამედ, მათ მართავს

„სამწუხაროდ, ხუთი მოსამართლე თანახმაა სისხლით მოპოვებული ქვეყნის დამოუკიდებლობა სხვას გადასცეს“, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში, 5 მოსამართლის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ისინი მხარს უჭერენ ვეტინგის სისტემას. მისი თქმით, ამ ხუთი მოსამართლის განცხადება არა მარტო მიუღებელი, არამედ, ქართული მართლმსაჯულების შეურაცხყოფაა. „დღეს ხუთმა მოსამართლემ განაცხადა, რომ ისინი თანახმა არიან, მათი კეთილსინდისიერება შეამოწმოს უცხოეთმა, ანუ, ქართველი მოსამართლეები აცხადებენ, რომ მზად არიან ხელფასი ქართველი ხალხისგან მიიღონ, ხოლო მითითებები უცხოეთიდან. ხუთი მოსამართლის განცხადება არა მარტო მიუღებელი, არამედ, ქართული მართლმსაჯულების შეურაცხყოფაა. ასე სააშკარაოზე საკუთარი თავის გამოყვანა ალბათ, მათი ნებით არ მოხდებოდა. ვინც თანხმობას აცხადებს სხვისგან მართვაზე, ისინი დღესაც მათი მორჩილები არიან. სასამართლო სისტემის წარმომადგენლებმა ჩვენზე კარგად იციან, რომ ვეტინგის სისტემა არა მათ პროფესიონალიზმს ზომავს, არამედ, მათ მართავს. ვინც გნიშნავს, მისი მორჩილი ხარ, ეს ყველამ ვიცით. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ხუთი მოსამართლე თანახმაა სისხლით მოპოვებული ქვეყნის დამოუკიდებლობა სხვას გადასცეს. ოპოზიციის ლობისტებმა კარგად გამოიყენეს პრეზიდენტის უფლებები და ზურაბიშვილს კრიმინალები: უგულავა, მელია და გვარამია, ზეწოლის შედეგად შეაწყალებინეს. ახლა, დღის წესრიგში სააკაშვილია. წარმომიდგენია, რა მოხდება მაშინ, თუკი კიდევ უფრო მძლავრი იარაღი სახელმწიფოს მართვის ხერხემალი, სასამართლო მათ ხელში აღმოჩნდება. ვეტინგის სისტემა მიუღებელია ჩვენი ქვეყნისთვის და ამაზე არაერთხელ განვაცხადეთ“,- წერს ხუნდაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება