fbpx

დიმიტრი ხუნდაძე სანდრო სულაბერიძეზე: ვეთანხმები, რომ ხელოვნება ცოცხალი და მარადიულია, მაგრამ თუნდაც საკუთარი ნამუშევრის ასე ჩამოხსნა, იღლიაში ამოდება და წაღება პროტესტის გამოხატვის საუკეთესო ფორმა არაა

ვეთანხმები, რომ ხელოვნება ცოცხალი და მარადიულია, მაგრამ ხელოვანმა თავისი აზრი საკუთარ ნამუშევარში უნდა გამოხატოს და არა ნამუშევრის ჩამოხსნის შემდეგ, ცარიელ კედელზე მსგავსი რამის დაწერით, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე მხატვარ სანდრო სულაბერიძესთან დაკავშირებულ მოვლენებს. 

მისივე თქმით, როდესაც გალერეაში ნამუშევრები იფინება, ამ ნამუშევრებზე პასუხისმგებელი გალერეაა.

„ვფიქრობ, ნამუშევრის ასე ჩამოხსნა, იღლიაში ამოდება და წაღება არ არის საუკეთესო ფორმა, თუნდაც პროტესტის გამოხატვისთვის. არ ვიცი, პრეზიდენტი რატომაა გაოცებული. ხშირად, ჩვენც ვართ პრეზიდენტის განცხადებებით გაოცებულები. არაფერი გასაკვირი არაა იმაში, რომ კონკრეტულ საკითხზე სხვადასხვა დამოკიდებულებაა“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე. 

4 თებერვალს, ეროვნულ გალერეაში, გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება