fbpx

დიმიტრი ხუნდაძე: როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ არის პრობლემა ქვეყნისა და საზოგადოებისთვის და არა მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“, რა თქმა უნდა, ის უნდა გასამართლდეს

„ნაცმოძრაობა“ პრობლემა იყო ქვეყნისთვის პოზიციაშიც, ასევე პრობლემაა დღესაც, როდესაც არის ოპოზიციაში. „ნაცმოძრაობა არ ასვენებს ქვეყანას, – ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. „ხალხის ძალის“ წევრი 2008 წლის ომს და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და აცხადებს, რომ ქვეყნის ომში არჩართვა ხელისუფლების სიმყარემ და „ხალხის ძალის“ სიმართლემ განაპირობა.

„როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ არის პრობლემა ქვეყნისა და საზოგადოებისთვის და არა მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“, რა თქმა უნდა, ის უნდა გასამართლდეს. ძალიან ბევრი დანაშაული გვახსოვს 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ, დანაშაულს დანაშაულზე ამატებენ, დესტრუქციას დესტრუქციაზე და საზოგადოებას პრაქტიკულად არ აძლევენ სიმშვიდეს. განვითარებას განუვითარებლობად აფასებენ, მშენებლობას დანაშაულად აცხადებენ“, – განაცხადა ხუნდაძემ.

„ხალხის ძალა“ „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ „ლელოს“, ვაშაძე – გახარიას პარტიების, „ევროპული საქართველოს“, „გირჩი მეტი თავისუფლებას“, „დროას“ და „ლეიბორისტული პარტიის“ გასამართლებას ითხოვს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება