fbpx

დიმიტრი ხუნდაძე „ნაცმოძრაობაზე“: საზოგადოება 2024 წელს, მათ აუცილებლად პოლიტიკურ და სამართლებრივ განაჩენს გამოუტანს

„ისინი საარჩევნო დაფაზე თამაშობენ, მხოლოდ პაიკებით საარჩევნო თამაშს იმიტომ, რომ დიდი ფიგურები მათ არ ჰყავთ“, -ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, თუ პრეზიდენტი, სააკაშვილს შეიწყალებს, რა თქმა უნდა, ეს სიმძიმე მასზე უფრო მეტად გადავა.

„ისინი საარჩევნო დაფაზე თამაშობენ, მხოლოდ პაიკებით საარჩევნო თამაშს იმიტომ, რომ დიდი ფიგურები მათ არ ჰყავთ. ეტყობა უნდათ, რომ ვიღაც მოძებნონ შიგნით. ეს ვიღაც არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის საპყრობილეში, უფრო სწორად ორ-ოთახიან ლუქს პალატაში, მეორე პრეზიდენტი, რომელმაც უკვე არაერთხელ თავისი ქმედებით დაასაბუთა, რომ ის არ არის დამოუკიდებელი საკუთარ ქმედებებში და ის იმ ერთი კაბინეტის მართვის თანამონაწილეა.

ამ ორი ფიგურიდან, არჩევნებთან მიახლოებულ დროს უნდა წარმოაჩინონ, რომელს მისცენ უპირატესობა.

მათაც აქვთ მოლოდინი, რომ საზოგადოებაში ის მაინც ვერ გაიყიდება. თუ, ახლა პრეზიდენტს შეაწყალებინეს, მაშინ პრეზიდენტიც არ გამოდგება იმიტომ, რომ პრეზიდენტი, რომელიც სააკაშვილს შეიწყალებს, რა თქმა უნდა, ეს სიმძიმე მასზე უფრო მეტად ჩამოეკიდება. მას თავისი რეპუტაციული სიმძიმე ისედაც გააჩნია და არავითარი რესურსი არ აქვს. თავის არჩევნებზე ვერ მოაგროვა ხმები და სხვას რას მოუგროვებს.

ამიტომ, შერჩევა ხდება შეაწყალებინონ და მიხეილ სააკაშვილი გახადონ ლიდერი, თუ მიხეილ სააკაშვილი დატოვონ ციხეში მის რეპუტაციის გადასარჩენად, რომ ის არ შეიწყალა და წინ წამოწიონ სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ შესაკრებელთა გადანაცვლებით ჯამი და შედეგი არ იცვლება.

აქ, რაც არ უნდა ზოგი წინ წამოწიონ და ზოგი გადამალონ სადმე, ან რაც არ უნდა დიდი ფული დახარჯონ პიარკამპანიებში, რაც არ უნდა გაერთიანდნენ შედეგი, საბოლოო განაჩენი ამ შემთხვევაში გამოაქვს საზოგადოებას. საზოგადოება მზად არის იმისათვის, რომ სწორი პოლიტიკური შეფასება გააკეთოს. ისინი ქუჩას ვერ ქმნიან. სწორედ ამიტომ უნდოდათ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციისთვის ხელი შეეშალათ და ემოცია შეექმნათ, საზოგადოების მოთხოვნა არ შემდგარიყო, ეს დაებრალებინათ ხელისუფლებისთვის და ამით ქუჩის ფორმირება გაეკეთებინათ. ეს არ გამოვიდა. ემოციური ფონი, ვერც აფხაზეთის და სამაჩაბლოს თემაზე შექმნეს.

სწორედ, ამის გამო, რწმენას და საპატრიარქოს დაარტყეს. მათ იციან, რომ ამომრჩეველთა უდიდესი ნაწილი, მრევლი, როგორც რწმენის თვალსაზრისით, ასევე პოლიტიკურად, ხელისუფლების მომხრეა. ეს ქუჩის ფორმირება რომ არ გამოვიდეს, სწორედ ამიტომ სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ მათ ვინც დანაშაული ჩაიდინა, ამის სათავეში იყო, ვინც ამის ხელშემწყობი იყო, ვინც [დღესაც] მხარს უჭერს და ხელს უწყობს მათ პოლიტიკურ ცხოვრების გაგრძელებას. საზოგადოება 2024 წელს, მათ აუცილებლად პოლიტიკურ და სამართლებრივ განაჩენს გამოუტანს“, განაცხადა ხუნდაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება