fbpx

დიმიტრი ხუნდაძე ნაცმოძრაობაზე: ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ეს პოლიტიკური ტოქსიური დაჯგუფება გასამართლდეს და პოლიტიკურ სანაგვეზე იყოს გადასროლილი

„ჩვენი „ხალხის ძალის“ პოლიტიკა, არის ღიაობა და მოსახლეობის ინფორმაციით უზრუნველყოფა“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას „ნაცმოძრაობის“ მძიმე წარსული ახსოვს და არც არასდროს დაავიწყდება.

„ჩვენი „ხალხის ძალის“ პოლიტიკა, არის ღიაობა და მოსახლეობის ინფორმაციით უზრუნველყოფა. ასევე, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ხაზი არის ის, რომ ეს ტოქსიური დაჯგუფება ჩამოსცილდეს პოლიტიკას და არა მხოლოდ ჩამოსცილდეს, არამედ, ისინი უნდა გასამართლდნენ.

როცა, ევროპიდან ადეიშვილზე პრეტენზიები მოდის, ამ „ღვთისმოსავ“ კაცს, აქ 3 მილიონ შვიდასი ათასი მოქალაქე იცნობს, როგორც მკვლელს, ყაჩაღს, რეპრესიული პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად იდეოლოგს. საზოგადოებას, მათი მძიმე წარსული კიდევ ახსოვს. კობა დავითაშვილი საზოგადოებას არასდროს არ დაავიწყდება და იმას, რაც იყო უკან არასდროს არ დააბრუნებს. ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ეს პოლიტიკური ტოქსიური დაჯგუფება გასამართლდეს და პოლიტიკურ სანაგვეზე იყოს გადასროლილი“, – განაცხადა ხუნდაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება