fbpx

დიმიტრი ხუნდაძე: მიხეილ სააკაშვილით სპეკულაციები მისმა მეგობრებმა ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც უნდა დაასრულონ

“მიხეილ სააკაშვილის როგორც შემოყვანა, ისე მისი გაყვანის მცდელობა იყო შეცდომაზე მეტი მისთვისაც და ქვეყნისთვისაც, რადგან შესაძლო დამდგარი შედეგი საქართველოში, სტაბილურობის წინააღმდეგ იყო მიმართული”, – ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე.

მისი თქმით, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა რომ ჩვენთან არათუ “დემოკრატიის უკუსვლაა”, არამედ დემოკრატიის სახელით უსამართლოდ ებრძვიან სამართალს.

“სტრასბურგის სასამართლომ გარდა იმისა, რომ დაადგინა ქართული მხარის კანონიერი ქმედება მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ასევე ცხადყო რომ 27 ელჩის “მარში” თუ “დემარში” აბსოლუტურად უსაფუძვლო და უარგუმენტო იყო, რითაც ოპოზიციას სპეკულაციის საშუალება მიეცა.

მიხეილ სააკაშვილის როგორც შემოყვანა, ისე მისი გაყვანის მცდელობა იყო შეცდომაზე მეტი მისთვისაც და ქვეყნისთვისაც, რადგან შესაძლო დამდგარი შედეგი საქართველოში, სტაბილურობის წინააღმდეგ იყო მიმართული.

ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა რომ ჩვენთან არათუ “დემოკრატიის უკუსვლაა”, არამედ დემოკრატიის სახელით უსამართლოდ ებრძვიან სამართალს, რომელიც თავად დასავლეთში დადასტურდა.
ამიტომ, მიხეილ სააკაშვილით სპეკულაციები მისმა “პოლიტიკურმა მეგობრებმა”, ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც უნდა დაასრულონ, რადგან ის ზიანს აყენებს დემოკრატიასაც, სამართალსაც, სტაბილურობასაც და თავად მიხეილ სააკაშვილსაც”, – წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება