fbpx

დიმიტრი ხუნდაძე: მიუნჰენის კონფერენციის ანგარიშში ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა, აქაური გულწასული ოპიზიციისთვის ჟანგბადის მიწოდებას ემსახურება

“ზეწოლები არჩევნების მოახლოებასთან ერთად გამძაფრდება და ამას როგორც მმართველმა გუნდმა, ისე საზოგადოებამაც უნდა გაუძლოს“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, საზოგადოება კარგად ხედავს, რომ საქართველოს და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წარმოებული დეზინფორმაციით ზიანს იღებენ ის ინსტიტუტები, რომლებიც ამას ავრცელებენ.

„მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა, აქაური გულწასული ოპოზიციისთვის ჟანგბადის მიწოდებას ემსახურება. საზოგადოების ხელისუფლებისგან გამიჯვნა კი, მათთვის წინასაარჩევნოდ, ხალხის ხელისუფლებისადმი მხარდაჭერით გაღიზიანების მაჩვენებელია. ოპოზიციის რადიკალური მხარე მოწონებას გარე დაკვეთების უპირობო შესრულებით იმსახურებს დამკვეთების მხრიდან, რაც ქვეყნის სუვერენიტეტს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
ზეწოლები არჩევნების მოახლოებასთან ერთად გამძაფრდება და ამას როგორც მმართველმა გუნდმა, ისე საზოგადოებამაც უნდა გაუძლოს. საზოგადოება კარგად ხედავს, რომ საქართველოს და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წარმოებული დეზინფორმაციით ზიანს იღებენ ის ინსტიტუტები, რომლებიც ამას ავრცელებენ. ბუნებრივია, ამ ინსტიტუტების წინააღმდეგ ქართული საზოგადოება კრიტიკულ აზრს გამოთქვამს და ამას ოპოზიცია ანტიდასავლურ პროპაგანდას მიაწერს. სწორედ ეს იყო მათი მიზანიც – მტრობის გაღვივება დეზინფორმაციის საშუალებით.
თუმცა, მინდა გავუცრუო იმედები ოპოზიციას და მათ უცხოელ ლობისტებსაც, ქართველი ხალხი ასე ადვილად აღარ ტყუვდება. დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალება გამჭვირვალობაა და ჩვენ ყოველთვის უზრუნველვყოფთ საზოგადოებას დასაბუთებული სიმართლით,“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება