fbpx

დიმიტრი ხუნდაძე: მიზანია, რომ ეს ძალა გავხადოთ ანგარიშგასაწევი

ძალა იმ დროს, როდესაც კულისებში ხდება გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ეხება საზოგადოებას და ეს გადაწყვეტილება მის გარეშე მიიღება ,,გამომდინარე არსებული რეალური რისკებიდან, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს, გადავწყვიტეთ დავაფუძნოთ საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელსაც ერქმევა ,,ხალხის ძალა’’ და ამ მოძრაობის მიზანი იქნება, რომ ეს ძალა გავხადოთ რეალური და ანგარიშგასაწევი ძალა,’’ – განაცხადა პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, იმ დროს, როდესაც საზოგადოების გარეშე ხდება გადაწყვეტილებების მიღება, ამ ძალის მიზანი იქნება საზოგადოების ამ პროცესებში ჩართულობის უზრუნველყოფა. ,,მითუმეტეს იმ დროს, როდესაც კულისებში ხდება გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ეხება საზოგადოებას და ეს გადაწყვეტილება მის გარეშე მიიღება. ჩვენ არაერთხელ დავსვით კითხვები, რაზეც პასუხები არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ვერ მივიღეთ პასუხები. ადრესატები თავის მართლების ნაცვლად, რომ კითხვებზე პასუხს სცემდნენ, ეს იქნებოდა უკეთესი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებაში ჩნდება განცდა, რომ მათ ფიცი სწამთ, მაგრამ ბოლო აკვირვებთ. ამიტომ, კითხვებზე საჭიროა პასუხები, რომ ფიციც გვწამდეს და ბოლოც არ გვაკვირვებდეს. ხალხის ჩართულობა იქნება უფრო აქტიური, ამისათვის საზოგადოებას ჩვენ მაქსიმალურად მივაწვდით სწორ და ადეკვატურ ინფორმაციას,’’- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება