fbpx

დიმიტრი ხუნდაძე: კარგად აპრობირებული მეთოდია, როდესაც გარე ძალები სხვა ქვეყნის მართვას სასამართლო რეფორმის სახით გვთავაზობენ, მაგრამ რეალურად, სურთ, სასამართლო გავასხვისოთ

დიმიტრი ხუნდაძე: კარგად აპრობირებული მეთოდია, როდესაც გარე ძალები სხვა ქვეყნის მართვას სასამართლო რეფორმის სახით გვთავაზობენ, მაგრამ რეალურად, სურთ, სასამართლო გავასხვისოთ და სამართალი განსასჯელად ქვეყნის გარეთ გავიტანოთ საზოგადოებაში ქართული სასამართლოს მიმართ ნდობა გაზრდილია – მოსახლეობის ნახევარი სასამართლოს სრულად ენდობა, თუმცა იმ ქვეყნებში, საიდანაც „უკეთეს რეფორმებს“ გვთავაზობენ, სასამართლოსადმი ნდობის მაჩვენებელი დაახლოებით 25%-ს შეადგენს, – აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გარკვეულ გარე ძალებს ქართული სასამართლოს მართვის ბერკეტების ხელში ჩაგდება სურთ. „კარგად აპრობირებული მეთოდია, როდესაც გარე ძალები სხვა ქვეყნის მართვას სასამართლო რეფორმის სახით გვთავაზობენ, მაგრამ რეალურად, სურთ, სასამართლო გავასხვისოთ და სამართალი განსასჯელად ქვეყნის გარეთ გავიტანოთ. ეს მიუღებელია და ვერ მოხდება. საზოგადოებაში ქართული სასამართლოს მიმართ ნდობა გაზრდილია – მოსახლეობის ნახევარი სასამართლოს სრულად ენდობა, თუმცა იმ ქვეყნებში, საიდანაც „უკეთეს რეფორმებს“ გვთავაზობენ, სასამართლოსადმი ნდობის მაჩვენებელი დაახლოებით 25%-ს შეადგენს“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება