fbpx

დიმიტრი ხუნდაძე: თურმე, უცხოური გავლენის გამჭვირვალობა დასავლეთში აუცილებელია, ჩვენთვის კი მიუღებელია – ჩვენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, მისი ინტერესების დაცვა გვინდა, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა

ჩვენს მიერ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით პირველ ვარიანტად წარდგენილ კანონს, რომელიც ყველაზე მსუბუქია და მითუმეტეს, რუსულ კანონთან არანაირ თანხვედრაში არაა, ამერიკულთან შედარებით კი მნიშვნელოვნად ლიბერალურია, ოპონენტებმა „რუსული კანონი“ დაარქვეს. ამიტომ, მეორე ვარიანტი შემოვიტანეთ – ამერიკული კანონი, რომ უფრო ფართო არჩევანი მიეცეს როგორც საზოგადოებას, ასევე – პოლიტიკოსებს, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, როგორც ჩანს, რაც დასავლეთში დემოკრატიაა, საქართველოში – დემოკრატიის საფრთხეა.

„ამერიკული კანონი სიტყვასიტყვით, ერთი ერთში ვთარგმნეთ, წერტილ-მძიმეც კი არ შეგვიცვლია და ამასაც რუსული უწოდეს. ამიტომ, რთულია ამ ადამიანებთან საუბარი, მაგრამ პასუხისმგებლობა პასუხისმგებლობაა – ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, მისი ინტერესები იყოს დაცული. უცხოური გავლენის გამჭვირვალობა დასავლეთში თურმე აუცილებელია, ჩვენთვის კი – მიუღებელია; დასავლეთში თურმე ეს დემოკრატიის ანი და ბანია, ჩვენთან კი – დემოკრატიის საფრთხეა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება