fbpx

დიმიტრი ხუნდაძე: გამჭვირვალობა დასავლური ინსტრუმენტია და თუ დასავლეთში გამჭვირვალობა არის დემოკრატიის ნაწილი, გაუგებარია, რატომ არის საქართველოში რუსული და მიუღებელი?

„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, კითხვები ისევ პასუხგაუცემელია, თუ რატომ არის ის რუსული და მიუღებელი – საქართველოს აქვს გამორჩეული რისკები და მას ეს სჭირდება, როგორც ჯავშანი, მით უმეტეს, იმ რეალობაში, როდესაც გლობალურად სახიფათო პოლიტიკური თამაშები მიმდინარეობს“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში უნდა ამოქმედდეს ინსტრუმენტი, რომელიც საზოგადოებას შესაძლებლობას მისცემს გაიგოს, უცხოეთიდან შემოსული თანხები ვისგან არის და რაში იხარჯება.

„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, კითხვები ისევ პასუხგაუცემელია, თუ რატომ არის ის რუსული და მიუღებელი – ამაზე პასუხი არ არსებობს, მაგრამ ჩნდება მთავარი კითხვა: გამჭვირვალობას რატომ ჯობია გაუმჭვირვალობა?! უნდა ავამუშაოთ ინსტრუმენტი, რომელიც სწორედაც დასავლეთშია შექმნილი – საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს, გარედან შემოსული თანხები ვისგან არის, რამდენი და რაში იხარჯება – ეს ინსტრუმენტი საქართველოსაც სჭირდება.

საქართველოს აქვს გამორჩეული რისკები და მას ეს სჭირდება, როგორც ჯავშანი. მით უმეტეს იმ რეალობაში, როდესაც გლობალურად სახიფათო პოლიტიკური თამაშები მიმდინარეობს და ეს შესაძლოა ძალიან მძიმედ აისახოს საქართველოზე. ამიტომ, საქართველოს სჭირდება ინსტრუმენტი და საზოგადოებას – იარაღი, რომ მან იცოდეს, გარედან შემოტანილი თანხა რაში იხარჯება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძე.
როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, მისთვის გაუგებარია დამოკიდებულება, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი დასავლეთში დემოკრატიის ნაწილია, ხოლო, საქართველოში – რუსული და მიუღებელი?“

„აჩემებული კითხვები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის მიმართ, ვფიქრობ, ემსახურება ქვეყნის ფარგლებს გარედან წამოსულ იმ მძიმე შეფასებების ნაწილს, რომლის წყალობით აქ ოპოზიცია ცდილობს, როგორმე იხეიროს. ეს ქცევა მიუღებელია, ისევე, როგორც დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, როცა სთხოვენ გაუმჭვირვალობას. გამჭვირვალობა დასავლური ინსტრუმენტია და თუ დასავლეთში გამჭვირვალობა არის დემოკრატიის ნაწილი, გაუგებარია, რატომ არის საქართველოში რუსული და მიუღებელი?“ – დასძინა ხუნდაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება