fbpx

დიმიტრი გვრიტიშვილი – სამმა მოსამართლემ უარი განაცხადა აშშ-ში გამგზავრებაზე, ეს არის სოლიდარობის ერთგვარი აქტი, რადგან აშშ-ის წარმომადგენელთა მხრიდან სახეზეა უსამართლო და დამამცირებელი მიდგომა ქართველი მოსამართლეების მიმართ

22-30 აპრილს დაგეგმილია ქართველი მოსამართლეების სასწავლო ვიზიტი აშშ-ში. ჩემთვის, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისათვის, ცნობილი გახდა, რომ ამ ვიზიტის მონაწილე სამმა მოსამართლემ: ნანა ჯოხაძემ, თამარ ბეჟანიშვილმა და კონსტანტინე კოპალიანმა უარი განაცხადეს გამგზავრებაზე, რის შესახებაც მათი განცხადებები ოფიციალურად არის შემოსული საბჭოში – ამის შესახებ სოციალურ ქსელში იუსტიციის საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი წერს.

როგორც გვრიტიშვილი აღნიშნავს, მისი მოსაზრებით, ეს არის სოლიდარობის ერთგვარი აქტი, როგორც ეს იყო ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაში, როცა ასევე რამდენიმე მოსამართლემ უარი თქვა ანალოგიურ ვიზიტში მონაწილეობაზე, რადგან აშშ-ის წარმომადგენელთა მხრიდან სახეზეა აშკარად უსამართლო და დამამცირებელი მიდგომა ქართველი მოსამართლეების მიმართ.

„მიმდინარე თვეში (22-30 აპრილის განმავლობაში) დაგეგმილია ქართველი მოსამართლეების სასწავლო ვიზიტი აშშ-ში.
ჩემთვის, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისათვის, ცნობილი გახდა, რომ ამ ვიზიტის მონაწილე სამმა მოსამართლემ: ნანა ჯოხაძემ, თამარ ბეჟანიშვილმა და კონსტანტინე კოპალიანმა უარი განაცხადეს გამგზავრებაზე, რის შესახებაც მათი განცხადებები ოფიციალურად არის შემოსული საბჭოში.
ჩემი მოსაზრებით, ეს არის სოლიდარობის ერთგვარი აქტი, ისევე, როგორც ეს იყო ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაში (როცა ასევე რამდენიმე მოსამართლემ უარი თქმა ანალოგიურ ვიზიტში მონაწილეობაზე და გამგზავრებაზე), რადგან აშშ-ის წარმომადგენელთა მხრიდან სახეზეა აშკარად უსამართლო და დამამცირებელი მიდგომა ქართველი მოსამართლეების მიმართ“ – წერს დიმიტრი გვრიტიშვილი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება