fbpx

დილიდან სამტრედიაში რამდენიმე ლოკაციაზე მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები იმართება

დილიდან სამტრედიაში რამდენიმე ლოკაციაზე მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები იმართება. მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისა და ბაგა–ბაღების ჩართულობით სამტრედიელ პატარებს სიურპრიზებით სავსე დღე ჰქონდათ. ,,მომავლის პარკში“ ბაგა–ბაღების სახალისო და მუსიკალურ ნომრებს ანიმაციური პერსონაჟების შოუც დაემატა. პარალელურად, ქალაქის ცენტრში შეკრებილ საზოგადოებას შეეძლო დაეთვალიერებინა სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები. ღონისძიებას შეუერთდა წითელი ჯვრის სამტრედიის რაიონული ორგანიზაცია, რომლებმაც ბავშვებს ტკბილეული დაურიგა. დღის მეორე ნაწილი რკინიგზის მიმდებარედ სკვერში გამართულ ფესტივალს დაეთმო. საჯარო სკოლებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეები თავიანთი ღირსშესანიშნაობებით წარმოადგინეს. ტრადიციული სამოსი, კერძები, ფოლკლორი და ინდივიდუალობა ყველა კუთხეს საუცხოოდ ჰქონდა მორგებული. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუგზარ ჯამბურიასთან, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, თინათინ ხარძიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დილიდან შეუერთდა. დავით ბახტაძე – ,,ჩვენი ქვეყნის მომავალი თითოეული ბავშვის განვითარების ხელშეწყობაზე, კეთილდღეობასა და მშვიდობაზე გადის. მშვიდობიან და ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრებას ვუსურვებ თითოეულს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება