fbpx

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული დედა-შვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

დიდ დიღომში, ბენდუქიძის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული სამი ადამიანიდან ორი დედა და მისი მცირეწლოვანი ბავშვია.

ექიმის განცხადებით, დედა-შვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

„რეანიმაციის განყოფილებაში, 9 საათისთვის, შემოყვანილია ახალგაზრდა ქალბატონი სხეულის კრიტიკული დამწვრობით, სასუნთქი გზების თერმული დაზიანებით, გამოხატული დამწვრობითი შოკით. მკურნალობა რეანიმაციის განყოფილებაში უტარდება. ტრავმა მიეკუთვნება სიცოცხლისთვის საშიშ დაზიანებათა ჯგუფს“, – აცხადებს ექიმი რეანიმატოლოგი ქეთევან თარგამაძე.

აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება