დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონში, 30-ე კორპუსის მიმდებარედ, ერთ ჰექტარფართობზე, სკვერი ეწყობა.მიმდინარე სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილეებთანანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.„დაახლოებით, ერთი ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე იყო გარკვეულიმითვისებული სივრცეები, რაც გამოთავისუფლდა. ამჯერად, ადგილზემიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რაც წლის ბოლოსთვისდასრულდება – სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემებით. მომავალი წლისგაზაფხულისთვის ხე-მცენარეები დაირგვება. პროექტის ფარგლებში,მოსასვენებელი სივრცეები, პატარებისთვის ატრაქციონები, ცხოველების ზონამოეწყობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, უკანონო შემოღობვები დაიშალა.ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების გამოხშირვა-გაწმენდის სამუშაოებიგანხორციელდა, რომლის ფარგლებშიც, მოიჭრა თვითნათესი მცენარეები.პროექტის ღირებულება ორ მილიონ ლარს შეადგენს.კახა კალაძესთან ერთად ადგილზე თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქოსამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე და საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზოვასაძე იმყოფებოდნენ.
