fbpx

დიდ დიღომში გამწვანების აქცია ჩატარდა

საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებით, დიდ დიღომში, გამწვანების აქცია
ჩატარდა. აღნიშნული ტერიტორია საბავშვო ბაღ „ხუთკუნჭულასთან“ მდებარეობს
და თბილისის მერის გადაწყვეტილებით, მისი ადგილმონაცვლეობა
განხორციელდა.
2 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე არიზონას კიპარისის ჯიშის 150 ძირი ნერგი
დაირგო, რომელიც დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა
საბურთალოს გამგეობას გადასცა.
გამწვანების აქციაში საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ და
მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ ცინცაძემ, ბაღ  „ხუთკუნჭულას“
აღსაზრდელებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა. ასევე, გამწვანების აქციაში
თბილისის მერიის შპს ,,ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მიიღეს
მონაწილეობა.
„ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ტერიტორიის გამწვანება, რომელიც
კერძო საკუთრებაში იყო და მერის გადაწყვეტილებით, მოსახლეობის აქტიურობით
და საკრებულოს ჩართულობით, ტერიტორია დაუბრუნდა ქალაქს. მიხარია, რომ
საბავშვო ბაღის ბავშვებთან ერთად ვამწვანებთ ტერიტორიას. ისინი სწავლობენ
გარემოზე ზრუნვას“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება