fbpx

„დიდი ჩხუბი და გარჩევა ყოფილა ნაცმოძრაობის ლიდერებს შორის“ – თამთა მეგრელიშვილი

ახალი და საინტერესო ინფორმაცია მომივიდა, მიშა სააკაშვილს, რბილად რომ ვთქვათ, მძიმე საუბარი ქონია გვარამიასთან და უხეშად საყვედურობდა, არ გამოიყენეთ სწორად და კარგად ნამახვანის საპროტესტო აქციაო”, – ამის შესახებ იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მეგრელიშვილის ინფორმაციით, გვარამიასა და სააკაშვილს შორის დაპირისპირება იმანაც გამოიწვია, რომ ბოლო პერიოდში, სააკაშვილის აზრით, “მთავარ არხზე” მეტად “ტვ პირველი” ეთანამშრომლება.

“ახალი და საინტერესო ინფორმაცია მომივიდა „გლავკანალიდან“ – დიდი ამბები, ჩხუბი და გარჩევა ყოფილა გუშინ ნაცმოძრაობის ლიდერებს შორის.
კერძოდ მიშა სააკაშვილს, რბილად რომ ვთქვათ, მძიმე საუბარი ქონია გვარამიასთან და უხეშად საყვედურობდა, არ გამოიყენეთ სწორად და კარგად ნამახვანის საპროტესტო აქცია, არც იმას მიაქციეთ ყურადღება რომ მე სპეციალური განცხადებით გამოვეხმაურე და ზოგადად ამ თემას რომ არ მიაქციეთ ყურადღება სათანადო, ლუზერები ხართო.

არც გვარამიას დაუხევია უკან, პრეზიდენტობის დროს, შენც და შენი გუნდის წევრებიც ჰესების აშენებას ემხრობოდით, არქივში ასობით მსგავსი შინაარსია განცხადება იძებნება და ამ ორმაგი სტანდარტის გამო გავხდებით დასაცინი და უარესად შემოგვიტრიალდება თემაო.

სააკაშვილი თურმე სხვა თემებზეც უკმაყოფილოა – გვარამიას განსაკუთრებული გაღიზიანება სააკაშვილიგან იმის თქმამ გამოიწვია, რომ ტვ პირველი უკეთესად ეთანამშრომლება, რის მაგალითად ოპოზიციის აქციის გაშუქება იყო მოშველიებული.

ნაცმოს ლიდერების ეს ჩხუბი და დავიდარაბა როგორ დასრულდება და ვისი პოზიცია გაიმარჯვეს, ამას მალე „გლავკანალის“ ეთერიდან გავიგებთ.”, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

ცნობისთვის,  საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით ქუთაისში  “ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის მიმდინარეობას გამოეხმაურა და პროტესტს სოლიდარობა გამოუცხადა.

“ჩემი სრული სოლიდარობა ნამახვანის მშენებლობის წინააღმდეგ ყველა ადამიანს, აქციის ყველა ორგანიზატორს. საქმე იმაშია, რომ თანამედროვე ეკონომიკა სულ სხვანაირადაა აშენებული, რეალურად, დღეს საქართველოსთვის ბუნების გადარჩენა, ადამიანის საცხოვრებელი კლიმატის გაუმჯობესება, ტურიზმის განვითარება ბევრად პრიორიტეტულია, ვიდრე თურქეთის ან ნებისმიერი მეზობელი ქვეყნისთვის იაფი ენერგიის მიმწოდებლად გადაქცევა. რატომ? მაგალითად, თავის დროზე მარტვილის კანიონის ტერიტორიაზე იყო ჰიდროელექტროსადგური. როდესაც ჩავედი, ვნახე ამხელა ტურისტული პოტენციალი, დავაცლევინე ჰიდროელექტროსადგური, გავაუქმებინე, მოვაშორებინე და კოვიდამდე იქ ჩადიოდა 350 000 ტურისტი წელიწადში. ბევრად მეტი შემოსავალი აქვს ხალხს, ბევრად მეტი ადამიანია დასაქმებული, ვიდრე ჰესი დაასაქმებდა. აქ, უკრაინაში ზუსტად ნამახვანისხელა ჰესს აშენებდნენ დნესტრის ხეობაში, ეს არის ძალიან ლამაზი კანიონი, უზარმაზარი ტურისტული პოტენციალით.

ოდესის გუბერნატორი როცა ვიყავი, ჩემი პარტიიდან გავაკეთე ადგილობრივი აქტივისტების ორგანიზება, ჩავედით და გავაჩერებინეთ ამ უზარმაზარი ჰესის მშენებლობა. დღეს ყველა იქ მცხოვრები მადლობელია, რადგან ვითარდება ტურიზმი, აშენდა სასტუმროები, ხალხს გაუჩნდა შემოსავალი და აღარ არიან წასასვლელი მეზობელ ქვეყნებში სამუშაოდ.ზუსტად ასეთივე ულამაზესია ჩვენი ბუნება, არ შეიძლება მისი ხელის ხლება. ეს არის იმხელა საგანძური, რომ უბრალოდ უნდა გესმოდეთ, არსებობს ენერგიის წარმოების ბევრი სხვა საშუალება, ქარის ტურბინები, მზის ენერგია, უამრავი სხვა რაღაცა. ხელები შორს ქართული ბუნებისგან, საქართველოს სჭირდება კონკრეტული, გრძელვადიანი, სწორი განვითარება, რათა ხალხისგან არ დაცალოს. რაც შეეხება ნამახვანს, ვიცით, რომელი კაცის ინტერესია ჩადებული, საქართველოში ივანიშვილის ინტერესის გარეშე არც ერთი ჰესი არ შენდება. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში ხალხი გაიმარჯვებს ამ და ყველა სხვა საკითხში, ხალხის ენერგიას წინ ვერაფერი აღუდგება…” – წერს სააკაშვილი.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის დროს საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობის მომხრე იყო.

“მომავალი წელი იქნება საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობის დაწყების წელი: ნენსკრა, ხუდონი, ნამახვანი”, – აცხადებდა სააკაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება