fbpx

დერეკ შოლე- აშშ მიესალმება საქართველოს მხრიდან მრავალმხრივი ძალისხმევით აქტიურ  მხარდაჭერას რუსეთის აგრესიული ძალის გაწვევისა და უკრაინელი ხალის მხარდაჭერის საქმეში

დერეკ შოლე- აშშ მიესალმება საქართველოს მხრიდან მრავალმხრივი ძალისხმევით აქტიურ  მხარდაჭერას რუსეთის აგრესიული ძალის გაწვევისა და უკრაინელი ხალის მხარდაჭერის საქმეში

პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

დერეკ შოლეს თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეულ მრავალმხრივ ძალისხმევას.

„ვაფასებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ჩვენი ორმხრივი პარტნიორობის განხილვის შესაძლებლობას. ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მხრიდან მრავალმხრივი ძალისხმევით აქტიურ  მხარდაჭერას რუსეთის აგრესიული ძალის გაწვევისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის საქმეში”-აღნიშნავს დერეკ შოლე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება