fbpx

დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა საკუთარი ფინანსური სახსრებით უზრუნველყო დამატებით 1000-მდე ოჯახის დახმარება

COVID 19-ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გრძელდება ისეთი ოჯახების დახმარება, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ. პანდემიის პერიოდში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების უმთავრეს საზრუნავს ჩაკეტილ ქალაქში მცხოვრები მოსახლეობა წარმოადგენს, სწრორედ ამიტომ თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა საკუთარი ფინანსური სახსრებით უზრუნველყო დამატებით 1000-მდე ოჯახის დახმარება. სასურსათო ამანათები გადაეცათ ასევე ქალაქი თეთრიწყაროს N1 და N2 საჯარო სკოლის პედაგოგებს. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე დახმარება გაეწია მოწყვლადი კატეგორიის 1500-ზე მეტ ოჯახს

გაუზიარე!

Shares