fbpx

დეპუტატების წერილში შოკისმომგვრელი ფაქტები და დასკვნებია-რატი იონათიმიშვილი

„დეპუტატების წერილში შოკისმომგვრელი ფაქტები და დასკვნებია“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის და გურამ მაჭარაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

იონათამიშვილი ვარაუდობს, რომ წერილზე, რომელშიც მისი შეფასებით, შოკისმომგვრელია ფაქტებია, საზოგადოებას შესაბამისი რეაქცია ექნება.

“რა თქმა უნდა, ფაქტები და დასკვნები, რაც ამ წერილშია მოყვანილი, შოკისმომგვრელია და ვვარაუდობ, რომ ასეთივე რეაქცია ექნება ჩვენს საზოგადოებასაც. ვფიქრობ, აუცილებელი იქნება ჩვენი გუნდი უახლოეს მომავალში შეიკრიბოს და ჩვენს შეხვედრაზე გვქონდეს მსჯელობა იმ საკითხებზე, რაც ამ წერილშია წარმოდგენილი”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისათვის, “ქართული ოცნებიდან” წასულმა დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგი საელჩოს მიერ არის კოორდინირებული

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება