fbpx

დედოფლისწყაროში გვყავს ღირსეული მერობის კანდიდატი, ბატონი ნიკოლოზ ჯანიაშვილი-ირაკლი ღარიბაშვილი

დედოფლისწყაროში ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები. გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრი გზა დავაგეთ, ყველა უბანში შევედით და მსგავსი მასშტაბური სამუშაოები წლების განმავლობაში არ ყოფილა ჩატარებული. ყველა სოფელში დავაგეთ გზებიც, გაზიფიცირდა ძალიან ბევრი სოფელი, რომელიც მანამდე არ ყოფილა. მაგალითისთვის, რამდენიმე საათი უწევდა მოქალაქეს, რომ ჩასულიყო ქვემო ქედში. ახლა ეს სულ რაღაც 20 წუთშია შესაძლებელი. მაქსიმალური კომფორტი უნდა შევუქმნათ ჩვენს მოქალაქეებს ყველა ქალაქში, მუნიციპალიტეტსა და სოფელში.ჩვენ გვყავს ღირსეული მერობის კანდიდატი, ბატონი ნიკოლოზ ჯანიაშვილი. კაცი, რომელმაც ძალიან კარგად იცის ჩვენი მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევები, პრობლემები. სწორედ ასეთი უნდა იყოს მერი, კაცი, რომელიც ჩადის ყველა სოფელში, უბანში, მიდის და თავად ესაუბრება, ისმენს და ადგილზე წყვეტს მათ წინაშე არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს. – ირაკლი ღარიბაშვილი🔹 დედოფლისწყარო მარცვლოვანი კულტურების გამორჩეული და მე ვიტყოდი, ბეღელია მთელი საქართველოსთვის. ხაზგასმით აღვნიშნავდი ჩემთვის ძალიან ძვირფას ვაშლოვანის ნაკრძალს, რომელიც არა მხოლოდ საქართველოსთვის, მთელი მსოფლიოსთვის გამორჩეული თავისი ბიომრავალფეროვნებით და ცხოველების და ფრინველების იმ უნიკალური ჯიშებით, რომლებიც აქ ბინადრობენ. წარმოუდგენლად დიდია ინტერესი ტურისტების მხრიდან და ვისურვებდი, რომ საქართველოში ყველა ბავშვმა და უფროსი თაობის წარმომადგენლებმა შეძლონ ამ უნიკალური სილამაზის ნახვა, რომელიც ჩვენი დიდი სიმდიდრეა. მთავარია ძლიერი თვითმმართველობა, ძლიერი მერი და საკრებულოს გუნდი, რომელიც ყველა დაწყებულ პროექტს ბოლომდე მიიყვანს. მერობის კანდიდატმა უკვე არაერთი შედეგი დადო და მჯერა, კიდევ არაერთ წარმატებას მოუტანს მუნიციპალიტეტს. – კახა კუჭავა🔹 ერთი საინტერესო ამბავიც მინდა გითხრათ უნივერსიტეტთან დაკავშირებული, რაც დედოფლისწყაროელებს გაგიხარდებათ. როგორც იცით, თამასა უნივერსიტეტში მიღების არის ძალიან მაღალი, ყველაზე მაღალი საქართველოს უნივერსიტეტებს შორის. როგორც იცით, ეროვნული გამოცდები უკვე დასრულდა, ახლა მიმდინარეობს შედეგების შეჯამება. არის იმის ალბათობა, რომ დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის მოსწავლე სექტემბერში გახდეს ქუთაისის საერთშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი. ვგულშემატკივრობთ ყველანი მას და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში მრავალი ძალიან ნიჭიერი, სწავლასმოწყურებული დედოფლისწყაროელი სწავლას გააგრძელებს ამ ჭეშმარიტად ევროპულ უნივერსიტეტში – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, იმისთვის, რომ ჩვენი გეგმები განხორციელდეს, იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ ჭეშმარიტად განათლებული თაობა, აუცილებელია, რომ ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს აუცილებლად ასე მოხდება. – მიხეილ ჩხენკელი🔹 როდესაც ვსაუბრობთ დედოფლისწყაროზე, რა თქმა უნდა, წარმოგვიდგენია, რომ ეს არის საქართველოს ბეღელი. საქართველოს პურის წარმოების დიდი ნაწილი ზუსტად მოდის დედოფლისწყაროზე. დედოსფლისწყარო არის უდიდესი პოტენციალის მქონე სოფლის მეურნეობის კუთხით იმიტომ, რომ სწორედ დედოფლისწყაროში გვაქვს ჩვენ ის ნოყიერი ნიადაგები, რომელიც ასე დეფიციტურია საქართველოში, მცირემიწიან ქვეყანაში. სადმე თუ შეიძლება კომერციულად წარმატებული სოფლის მეურნეობა განვითარდეს ეს განვითარდება დედოფლისწყაროში. განვითარდება იმ შემთხვევაში თუ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა თქვენთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან.მინდა ვთქვა, რომ ბატონი ნიკო იყო გამორჩეული მერი მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენ, გვქონდა მუდმივ რეჟიმში თანამშრომლობა, საკითხებზე მსჯელობა და ბევრი საკითხი დადებითად გადავწყვიტეთ ზუსტად მერის აქტიურობის შედეგად. თუმცა, გამოწვევები ბევრია, მაგრამ ამ გამოწვევებისთვის ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმები იმისთვის, რომ თქვენ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი და წარმატებულები იყოთ თქვენს სასოფლო-სამურნეო საქმიანობაში. – ლევან დავითაშვილი🔹 დედოფლისწყაროელისთვის უმთავრეს პრობლემას წყალმომარაგების პრობლემას გადავჭრით, და სწორედ „ქართული ოცნების“ და პიროვნულად ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის უდიდესი დამსახურება არის, რომ მრავალი ათეული მილიონი ლარი 60 მილიონ ლარამდე გამოიყო, ტენდერიც შედგა, კომპანიებიც გამოვლინდნენ, პროექტებიც გაკეთდა და უკვე სამუშაოებიც ნელა-ნელა აქტიურად იწყება და სწორედ ეს მაძლევს იმის თქმის საშუალებას და ოპტიმიზმს რომ დიახ ბატონებო ჩვენ აუცილებლად სოფელ ზემო მაჩხაანში უწყვეტი წყალმომარაგება გვექნება, დიახ ჩემო საყვარელო ხალხო ჩვენ აუცილებლად მდინარე იორიდან დმანისის წყალსაცავიდან წყალს ამოვიყვანთ, ქალაქ დედოფლისწყაროში და მიმდებარე სოფლებში და მუდმივად იქნება ჩვენს ონკანებში წყალი და დიახაც ალაზნის პირა სოფლებში სადაც არასდროს ყოფილა წყალი აუცილებლად 24 საათიანი წყალმომარაგება გვექნება. არ შემიძლია არ აღვნიშნო ბატონი ირაკლის ჩამობრძანება მშობლიურ მუნიციპალიტეტში და ის დაპირება, რომელიც გასცა და რომელმაც ყველა აღაფრთოვანა. დიახ, ბატონი ირაკლის დაპირებისამებრ მომავალ წელს აუცილებლად აშენდება ჩვენი საამაყო შვილის, ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ბექაურის სახელობის საჭიდაო დარბაზი. – ნიკოლოზ ჯანიაშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება