fbpx

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამას გაეცნენ

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამას გაეცნენ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერს, ნიკოლოზ ჯანიაშვილს, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს, საკრებულოს წევრებსა და ადგილობრივ ფერმერებს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობა და მონაწილეობის პირობები გააცნო. პროგრამის მოთხოვნების შესაბამისი პროცედურების გავლით, ფერმერებს შეუძლიათ აღნიშნულ მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული საძოვრებით ისარგებლონ. კახეთის მხარეში, ამ ეტაპზე, იდენტიფიცრებულია 610 საძოვარი, საერთო ფართობით 26 212 ჰექტარი, ხოლო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში – 11382 ჰექტარი.სახელმწიფო პროგრამა შესაძლებლობას იძლევა, საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ მხოლოდ მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელმა ფერმერებმა და 3-წლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. აუქციონში მონაწილეობას მიიღებენ წინასწარ შერჩეული პრეტენდენტები. საძოვრების გადაძოვებისგან დასაცავად, პროგრამაში ჩადებულია დამცავი მექანიზმი ერთი სული საქონლისთვის ზღვრული დატვირთვის ნორმის სახით. ერთ სულ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის განსაზღვრულია არანაკლებ 1 ჰა და არაუმეტეს 1.5 ჰა საძოვარი ან/და ერთ სულ წვრილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის – არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 0.5 ჰა. დღეისათვის, უკვე გამოქვეყნებულია 116 საძოვრის მონაცემები სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებიდან, საერთო ფართობით – 14786 ჰექტარი; განაცხადების რეგისტრაცია დაწყებულია და 26 აპრილს დასრულდება. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა (www.mepa.gov.ge) და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge). ხელმისაწვდომი საძოვრების სია ეტაპობრივად განახლდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება