fbpx

დედაქალაქში არსებული შადრევნები ჩაირთო

დედაქალაქში მოქმედი შადრევნები ჩაირთო. ყველა შადრევანი ყოველი წლის
პირველი მაისიდან ირთვება და ქალაქს ნოემბრის ბოლომდე ალამაზებს.
მიმდინარე წელს დედაქალაქს შადრევნები ვარკეთილის 3-ის III ა მიკრორაიონში,
N325 კორპუსის მიმდებარედ არსებულ სკვერში, ვარკეთილის ხევში, გლდანის
მერვე მიკრორაიონში არსებულ სკვერში და რიგის ბაღში შეემატა. გარდა ამისა,
ბუკიას ბაღში, გელოვანის პარკში, წერეთლის ბაღსა და ნუცუბიძის მესამე
პლატოზე მდებარე სკვერში არსებულ შადრევნებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
თბილისში არსებული 50-ზე მეტი შადრევნის მოვლა-პატრობას შპს „ეკოსერვის
ჯგუფი“ უზრუნველყოფს, ხოლო შადრევნების ნაწილი რაიონული გამგეობების
დაქვემდებარებაშია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება