fbpx

დედაქალაქის მერია უსახლკარო ადამიანებს ლილოში მდებარე თავშესაფარს სთავაზობს

დედაქალაქის მერია უსახლკარო ადამიანებს ლილოში მდებარე თავშესაფარს სთავაზობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მერს კითხვით მიმართეს, თუ რას სთავაზობს დედაქალაქის მერია იმ ადამიანებს, ვისაც ღამის ქუჩაში გათევა უწევს და ამით დაწესებულ კომენდანტის საათს არღვევს.

„მერია სთავაზობს თავშესაფარს, რომელიც არის განთავსებული ლილოში და საკმაოდ ბევრი ადგილია დარჩენილი. ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ამ კონკრეტული თავშესაფრით, რომელიც არის ყველანაირად მოწესრიგებული, სუფთა და კვებით უზრუნველყოფილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება