fbpx

დედამიწის დღისადმი მიძღვნილ გარემოს დაცვით ღონისძიებებს, ადიგენის მუნიციპალიტეტი დასუფთავების მასშტაბური აქციით შეუერთდა

დედამიწის დღისადმი მიძღვნილ გარემოსდაცვით ღონისძიებებს, ადიგენის მუნიციპალიტეტი დასუფთავების მასშტაბური აქციით შეუერთდა. დასუფთავების აქციაში, მერიის თანამშრომლები, მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული ა.(ა).ი.პ-ების თანამშრომლები, ასევე საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, საკრებულოს წევრები და აპარატის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. აქციის ფარგლებში, მონაწილეებმა ქუჩები, მდინარის ნაპირები, ცენტრალური საავტომობილო გზისპირები, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური პარკი პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. აღნიშნული აქცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ ინიციატივით და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტში გარემოს დაცვა და დასუფთავების ღონისძიებები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და პერიოდულად ეწყობა დასუფთავების აქციები. საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 193 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება