fbpx

დედამიწის დღე ადიგენში მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა


დღეს, 22 აპრილს, დედამიწის დღისადმი მიძღვნილ გარემოსდაცვით ღონისძიებებს, ადიგენის მუნიციპალიტეტი დასუფთავებისა და გამწვანების აქციით შეუერთდა.
ადიგენის მუნიციპალიტეტში, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დილიდანვე აქტიურად დაიწყო, რომელშიც ადიგენის მერიის, საკრებულოსა და მერიას დაქვემდებარებული აიპების თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
აქციის ფარგლებში, მონაწილეებმა დაბა ადიგენში, დაბა აბასთუმანსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში -ცენტრალური საავტომობილო გზისპირები, ქუჩები, ცენტრალური პარკი, სკვერები და სხვადასხვა ლოკაციები პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. დღესვე, გამწვანების ღონისძიების ფარგლებში, ახალი ხე-მცენარეები შეემატა ადიგენის მუნიციპალიტეტს.
საქართველოში „დედამიწის დღე“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებით აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 193 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
აღსანიშნავია, რომ დედამიწის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას ადიგენის მუნიციპალიტეტი ყოველ წელს სხვადასხვა აქტივობებით უერთდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება