Skip to content
შაბათი, აპრილი 20, 2024
Responsive Menu
სარეკლამო სერვისები
დაგვიკავშირდით
xnews.ge
საინფორმაციო სააგენტო
Search
Search
მთავარი
ყველა სიახლე
რეგიონები
პოლიტიკა
არჩევნები 2020
არჩევნები 2021
სამართალი
გაიცანით
რედაქტორის გვერდი
ტექნოლოგიები
საზოგადოება
სპორტი
Home
მთავარი ამბები
,,დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა,, კიდევ ერთი საქველმოქმედო ღონისძიება გამართა
მთავარი ამბები
პოლიტიკა
პოპულარული
საზოგადოება
,,დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა,, კიდევ ერთი საქველმოქმედო ღონისძიება გამართა
დეკემბერი 16, 2021, 16:57
ადმინისტრატორი
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა’’ კიდევ ერთი საქველმოქმედო ღონისძიება გამართა
მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, მულტიფუნქციურ სივრცეში’’რესპუბლიკა’’_ (‘’რესპუბლიკა ივენთ-ჰოლი’’) გაიმართა ‘’დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის’’ საქველმოქმედო ღონისძიება_ 2021 წლის ანგარიში, რომელზეც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე გახლდათ მიწვეული. მან, დამსწრეთ, სიტყვით მიმართა, ვეტერანთა თანადგომისთვის, მათი ჯანმრთელობისთვის გაწეული ძალისხმევისთვის, დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს და მის მესვეურებს მადლობა გადაუხადა:’’ჩვენ გვინდა ერთად დგომა, ჩვენ გვინდა შეგრძნება ერთმანეთისა, იმიტომ, რომ სანამ ჩვენ ვართ, ამ ქვეყანას შეგრძნება ექნება, რომ მასზე ზრუნავენ. მე მინდა, პირველ რიგში, გავიხადოთ დევიზად სიტყვები_ ვიზრუნოთ მათზე, ვინც ზრუნავდა ჩვენზე’’,_განაცხადა კობა კობალაძემ.
‘’დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი’’ Silknet – სილქნეტი-მა “ 2018 წელს დააფუძნა და იგი სხვადასხვა საომარ მოქმედებებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებსა და ომის ვეტერანებს უწევს დახმარებას.‘’დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი’’ურთიერთობას ამყარებს უცხოურ პარტნიორებთანაც, რომლებიც მსგავს ქველმოქმედებას ეწევიან. ფონდმა, დაარსების დღიდან დაისახა ქვეყნის წინაშე ამ დამსახურებულ ადამიანებზე ზრუნვა და მათი ღირსეული ყოფის უზრუნველყოფა. დამფუძნებლების მიზანია, ამ მნიშვნელოვან საქმეში შემოიერთოს ბიზნესი და საზოგადოება. შედეგად, ფონდის დაარსებიდან დღემდე, სილქნეტის ყოველწლიური ფულადი შენატანითა და საერთო ძალისხმევით, მილიონ ლარზე მეტი თანხის მობილიზება გახდა შესაძლებელი. ამ თანხით, ფონდმა, ასობით დაჭრილ ვეტერანსა და სამხედრო მოსამსახურეს აღმოუჩინა მხარდაჭერა ჯანმრთელობის, ადაპტაციისა და პროფესიული გადამზადების კუთხით.
მიმდინარე წელს, ფონდმა, 47 ვეტერანს გაუწია ფინანსური თანადგომა; მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და რეაბილიტაციისთვის, ფონდმა, 303 503 ლარი გამოყო. დაარსებიდან დღემდე, კი, ფონდის ძალისხმევით, თანადგომა გაეწია 123 ვეტერანს, რისთვისაც, ჯამში, ფონდის მესვეურებმა, 700 000-მდე ლარი გაიღეს.
გაუზიარე!
Shares
პოსტის ნავიგაცია
საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის განვითარებაზე ფინანსური ჯგუფი “Rothschild & Co” იმუშავებს
მიდით ეხლა და შეურიგდით ვისაც გინდათ და გამოჩხრიკეთ საკუთრი დასაკლავი დანა-მირიან ყარაულაშვილი
კომენტარის დატოვება
კომენტარის გაუქმება
კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ
ავტორიზაცია
.
Share
Blogger
Delicious
Digg
Email
Facebook
Facebook messenger
Flipboard
Google
Hacker News
Line
LinkedIn
Mastodon
Mix
Odnoklassniki
PDF
Pinterest
Pocket
Print
Reddit
Renren
Short link
SMS
Skype
Telegram
Tumblr
Twitter
VKontakte
wechat
Weibo
WhatsApp
X
Xing
Yahoo! Mail
Copy short link
Copy link