fbpx

დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცებისთვის შეგროვებულ ფულით ,ოდესაში რამდენჯერმე ჩავიდა სოფო ნიჟარაძე

ოდესაში სააკაშვილის გუნდი დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცებისთვის შეგროვებულ ფულს საკუთარი საჭიროებისთვის ხარჯავდა, ამ ფულით ოდესაში რამდენჯერმე ჩავიდა სოფო ნიჟარაძე, ამ ფულით დაფრინავდნენ სააკაშვილის თანამოაზრეები ზურაბ ადეიშვილი, თემურ ნიშნიანიძე და სხვები, – ამის შესახებ უკრაინის რადას მე-8 მოწვევის დეპუტატმა, დიმიტრი გოლუბოვმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ეს არის საკმაოდ ძველი ისტორია, როდესაც ჰაკერების ჯგუფმა გატეხა მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეთა ელექტრონული ფოსტა და ამოიღო ყველა დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებდა, რომ სააკაშვილის ოდესური გუნდი საკუთარი საჭიროებისთვის ფლანგავს ანტიტერორისტული ოპერაციის მებრძოლებისთვის შეგროვებულ ფულს. მაგალითად, ეს თანხები იხარჯებოდა სააკაშვილის დაცვისთვის მანქანების საყიდლად, სააკაშვილისთვის საეთერო დროის საყიდლად. ამ თანხებით ოდესაში რამდენჯერმე ჩავიდა სოფო ნიჟარაძე, ამ ფულით დაფრინავდნენ სააკაშვილის თანამოაზრეები ზურაბ ადეიშვილი, თემურ ნიშნიანიძე და სხვები. რა თქმა უნდა, მე შოკირებული ვიყავი, რომ შეიძლება დაჭრილი ჯარისკაცების ფული დახარჯო შენი გასართობი ღონისძიებებისთვის. მე არ შემეძლო გაჩუმება და მთელი უკრაინის გასაგონად ვთქვი, რომ სააკაშვილი არის კორუფციონერი“, – აცხადებს დიმიტრი გოლუბოვი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება