fbpx

დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება გიული ალასანიას მილიონობით ქონების წარმომავლობის დასადგენად-მიხილ ყაველაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა კომენტარი გააკეთა „იმედის კვირაში“ გასულ სიუჟეტზე, სადაც დეტალურად იყო საუბარი პატიმარ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ქონების შესახებ. რეპორტაჟში ნაჩვენები იყო 135 მილიონად შეფასებული სხვადასხვა სახის ქონება, რომელთა წარმომავლობა დეპუტატის განცხადებით კითხვის ნიშნებს ბადებს და აუცილებელია, რომ საგამოძიებო ორგანოებმა გამოიძიონ, როგორ გამდიდრდა სააკაშვილის დედა.

„გიული ალასანია ამბობს, 135 მილიონის ქონება მემკვიდრეობით მერგოო, რაც ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფაა. ცილს გვწამებენ, ჩვენ გამდიდრებაზე საუბრობენ და თავად კორუფციაში იყვნენ ჩაფლულები. საიდან აქვს სააკაშვილის დედას ეს უზარმაზარი ქონება? ეს კითხვები არის საზოგადოებაში, პირადად მეც მაქვს კითხვა, როგორ დააგროვა და როგორ გადაეცა მას სხვადასხვა ფართები, შენობები და ასე შემდეგ. მიზანშეწონილად მიმაჩნია დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება გიული ალასანიას მილიონობით ქონების წარმომავლობის დასადგენად“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება