fbpx

დაპატიმრებულ პრეზიდენტს ამ მდგომარეობაში რომ ამყოფებთ და დგამთ ცირკს,ეს გსიამოვნებთ?-იოსებ გოგაშვილი

უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე იოსებ გოგაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს-

ქვეყნის მოქალაქე, ვინც არ უნდა იყოს ის, როდესაც არღვევს კანონს, ბუნებრივია, რომ მან პასუხი უნდა აგოს. ვიმეორებ, მნიშვნელობა არ აქვს ვინც არ უნდა იყოს ის. მითუმეტეს,რომ მსოფლიო პრაქტიკაში უამრავი მაგალითია უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების პასუხისგებაში მიცემისა. ეს ცალსახაა, მაგრამთქვე კაი ხალხო, დაპატიმრებულ პრეზიდენტს, ან თუნდაც ნებისმიერ ადამიანს ამ მდომარეობაში, რომ ამყოფებთ და დგამთ ცირკს, რომელიც ახლა წარმოდგენილია ჩვენს წინაშე, რასაც მთელი მსოფლიოც უყურებს(!) ეს გსიამოვნებთ??? როგორ ახერხებთ ამას, რითი გემართებათ ეს?

არ აქვს მნიშვნელობა, უცოდინრობით , უგუნურობით, დავალებით(!), თუ მის გარეშე, შეუგნებლად შეგნებულად, მოკლედ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მიზეზს. თქვენი უტვინობით, ნელნელა საქმე მიგყავთ იქამდე, რომ ისეთ ხალხსაც კი, ვისაც ეზიზღებოდა მიშა, მასაც შეაცოდებთ. ქართველმა ხალხმა, თუ ვინმე შეიცოდა, მსხვერპლად ჩათვალა, (ეს ხომ გენეტიკურად გვახასიათებს)მისი დაცვის მიზნით რას იზავს მაგასაც ვერ წარმოიდგენთ ალბათ. განსაკუთრებით ისინი, ვისაც ხანდახან მგონია რომ ტვინზე ძაფი გაქვთ მოჭერილი.ბიჯო, გადაიყვანეთ თქვე დალოცვილებო, გადაიყვანეთ სამოქალაქო კლინიკაში. რა გახდა ეს გადაყვანა? სხვა თუ გადაგყავთ ესეც გადაიყვანეთ. მდგომარეობა დღითიდღე რთულდება და დამიჯერეთ ახლა მაინც, რაც უფრო დრო გავა უარესი მოხდება.

ეს ხალხი, რომ დაინახავს მაგას უარეს მდგომარეობაში, ლასლასით მოსიარულეს, ან დაცემულს,ან საუბრის უნარწართმეულს, დაუძლურებულს და დავრდომილს, მერე გვიანი იქნება… …მართლა ბოლომდე აურევთ ამ ქვეყანას, ღმერთმა არ ქნას სისხლი დაიღვაროს, ეს გინდათ? ….

თუ ეს გინდათ, მაშინ “დამლაგებელიც” “დაგვალაგებს” მალე. დაისვენებთ თქვენც, “ჩაგეთვლებათ” ალბათ… პ.ს. ჯერ რაზე გიზით და რაზე უნდა ჩაგესვათ, 9წელი გქონდათ ამისთვის და არ გაგივათ, აწი გავასამართლებთო. ეგ ჩაკეცილია ხო? არ ვიმჩნევთ? რეალითი შოუ- “გაართე ბრბო” in action:( ეს სახელმწიფო არაა, ეს თოჯინების თეატრია, ოღონდ ბოროტი:( ვერ გავიზარდეთ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება