fbpx

დაოკდით,გუშინდელმა აქციამ გადაგახიათ თავზე თქვენც და თქვენს დამქირავებლებს ის ბინძური გეგმა, რასაც საქართველოსთვის ამზადებდით!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიტო სამხარაძე ხაზგასმით აღნიშნავს,რომ გუშინდელი აქცია არ იყო “ქართული იცნების” ორგანიზებული.

“ტყუილად უკაკუნებთ კლავიატურას და ხვრეტთ სულელური კომენტარებით თქვენს სმარტფონებს, გლობალური ომის პარტიის მონებო! გუშინდელმა აქციამ გადაგახიათ თავზე თქვენც და თქვენს დამქირავებლებს ის ბინძური გეგმა, რასაც საქართველოსთვის ამზადებდით! არც იმას აქვს აზრი, რომ იჭაჭებით ხალხის რაოდენობის თვლაში! ყველა ვარიანტში იმაზე მეტი იყვნენ, რაც თქვენს აქციებზე შეგიყრიათ! რაც შეეხება ამ აქციის ქართული ოცნების პარტიულ შეკრებად მიკერებას, დაგვიწყებიათ ოცნების ბოლო აქცია! სადაც 200 ათას მოქალაქეზე მეტი იყო და ნუ გაგვიჩენთ იმის სურვილს, რომ ისევ ჩავატაროთ პარტიული დიდი აქცია! თქვენთვის იქნება ცუდი, მერე თქვენი მეპატრონეები უვარგისებად ჩაგთვლიან და დაფინანსებას, ფულს შეგიმცირებენ! დამიჯერეთ ისინიც არ აქცევენ თქვენს კომენტარებს ყურადღებას, ვისი მონებიც ხართ! გუშინ ყველამ ყველაფერი ნათლად დაინახა. ცნობისთვის, მხოლოდ ჩემს სამსახურშია 45 000 ქართული ოცნების სტაფი, რომლებიც არჩევნებზე სახეს გახევენ (თქვენი ბინძური ტელევიზიების შპინგალეტებს კითხეთ, არჩევნებზე ყველა უბანთან აღშფოთებულები რომ უღებენ და კომენტარებს სთხოვენ, დაგიდასტურებენ). ხო, ანუ მხოლოდ ერთი სამსახურის სტაფი გვეყოფა, თითომ 3 კაცი რომ მოიყვანოს აქციაზე და წალეკოს თქვენი ფანტაზიები😉 ამიტომ, უფასო რჩევა თქვენ. დაოკდით😉😂წერს სამხარაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება