დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იმერეთში, ხონში აღნიშნავს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს.ხონში ადგილობრივებისთვის, ასევე სტუმრებისთვის მრავალფეროვანი ღონისძიებები ტარდება, დილიდან ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა და ადგილობრივი კერძების დეგუსტაცია მიმდინარეობს, მოეწყო საბავშვო და ახალგაზრდული სივრცეები, ასევე სხვადასხვა სახის გასართობი შოუები.ღონისძიების ფარგლებში იმართება კალიგრაფიის მასტერკლასი, სახის მოხატვა, კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა, სამხედრო ტექნიკის გამოფენა.დამოუკიდებლობის დღეს, ხონში იმყოფება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამაზ იორაშვილი, რომელიც ადგილობირივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრება ღონისძიებას.ხონში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, 17:10 წუთზე ერთდროულად შესრულდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება