fbpx

დამზადდა ცხვირის წვეთები, რომელიც კორონავირუსს ერთ წუთში ანადგურებს – თურქული მედია

თურქეთის ქალაქ ბურსის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის კათედრის თანამშრომლებმა ცხვირის წვეთები დაამზადეს, რომელიც მათივე მტკიცებით, კორონავირუსს ერთ წუთში ანადგურებს. ამის შესახებ ინფორმაციას  თურქული მედია ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, საუბარია პრეპარატ “გენოქსინიზე”, რომელიც, პროფესორების თქმით, სრულად ანადგურებს ვირუსს.

მეცნიერთა თქმით, კვლევები პანდემიის დაწყებამდე დაიწყო. თავდაპირველად პრეპარატს ანტიბაქტერიული დანიშნულება ჰქონდა, ხოლო პანდემიის დაწყების შემდეგ სპეციალისტებმა მისი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ გამოყენების ეფექტურობაზე იზრუნეს.

სპრეი ვირუს ცხვირისა და პირის ქსოვილებზე კლავს, რაც ხელს უშლის მის გავრცელებას და რაოდენობას ამცირებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება