fbpx

დაკავებულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ცინარაძე

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება, რომ სამართალდამცველებმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე დააკავეს.

ჩვენი ინფორმაციით, საქმე ოჯახში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება.

კონკრეტულად რა მუხლით აიყვანეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ შსს-ში არკვევს.

ცნობისთვის: დავით ცინარიძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან 2015 წელს გაათავისუფლეს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება