fbpx

დავიღალე იმით, რომ ადამიანებს ვატყუებ 2017 წლიდან-გრიგოლ ვაშაძე

“ნაციონალური მოძრაობის” პარტიის თავმჯდომარე, გუშინდელი ორი სკანდალური განცხადების შემდეგ რუსთავი-2-ის ეთერში აცხადებს, რომ წინა მთავრობის ყველაზე დიდი მიღწევა 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება იყო.

“2012 წლის ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, რომელიც ჩემი აზრით, ყველაფერთან ერთად, მათ შორის იმასთან, რომ დანგრეული და გაპარტახებული ქვეყანა, საიდანაც მარტო ელექტრონული მისამართი იყო დარჩენილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გადააქცია ფუნქციონირებად სახელმწიფოდ, ყველაზე დიდი მიღწევა მაინც 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება იყო. საქართველოს მოქალაქე ხედავს რომ რევოლუციის ტალღის გარეშე ხელისუფლების ცვლილება შეუძლებელია.

მე პირადად დავიღალე, რადგან მოქალაქეს ველაპარაკები და და მეუბნებიან, ხმას მოგცემთ, მაგრამ დაიცავთო? დავიღალე იმით, რომ ამ ადამიანებს პირადად მე ვატყუებ 2017 წლიდან, აღარ შემიძლია ამის მოთმენა, ამისთვის საჭიროა მარტო დარჩენა, ამას ხმამაღლა ვამბობ.

ძალიან საინტერესო ცხოვრება მაქვს და არ მაქვს პრობლემა ყველას დავუპირისპირდე. თუ აღმოჩნდა რომ მე უმცირესობაში ვარ, მაშინ მოხდება ეს. არ მაქვს მარტო დარჩენის პრობლემა. მე მათ არ ვეთანხმები იმაში, რომ 32 წლის განმავლობაში, რაც ჩვენი აღდგენილი დამოუკიდებლობა არსებობს, ვერ ისწავლა პირობითად, საქართველოს ორმა მოქალაქემ ერთმანეთთან საუბარი,”- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება