fbpx

დავით ჭიჭინაძე: “ქართული ოცნება” ნაგავში იქექება და კანდიდატებს იქ ეძებს

“უშუალოდ ჩემს ოლქში დასახელებული კანდიდატი ჯერ მინისტრი იყო, მერე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.მერე  “ქართულმა ოცნებამ” სამსხურიდან საერთოდ გააგდო და არსად აღარ იყო, მარამ გასაჭირმა აიძულათ.. “ქარული ოცნება” ნაავში იქექება და იქ ეძებს კანდიდატებს”, -განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ისნის რაიონში, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კახა კახიშვილი იქნება.

განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, დედაქალაქში 8 მაჟორიტარული ოლქი შეიქმნება და შესაბამისად, პოლიტიკური პარტიები 8 მაჟორიტარ კანდიდატს დაასახელენ.

2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი პროპორციული სისტემით.

ქვეყანაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares