დავით ჩიხელიძე: ვახტანგ ხმალაძის აზრით, ტრამპის მოლოცვა ყოფილა თურმე პროტოკოლური, ხოლო რუბიომ შინაარსი ჩადო თავის სიტყვებში. ასეა – როდესაც აგენტს უწევს ყველაფრის “გაპრავება”, მსგავს სისულელესაც ისე ამაყად იტყვის, რომ წარბიც კი არ შეუთამაშდება

ხმალაძის აზრით, ტრამპის მოლოცვა ყოფილა თურმე პროტოკოლური, ხოლო აი რუბიომ შინაარსი ჩადო თავის სიტყვებში. ასეა – როდესაც აგენტს უწევს ყველაფრის “გაპრავება”, მსგავს სისულელესაც ისე ამაყად იტყვის, რომ წარბიც კი არ შეუთამაშდება, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე კონსტიტუციონალისტის, ვახტანგ ხმალაძის განცხადებას. მისივე თქმით, ფაქტი ერთია – აშშ-ს პრეზიდენტის ღირსეულმა მოლოცვამ მთლიანად ჩამოანგრია ისედაც დაშლილი ოპოზიციური აგენტურა და ისეთ დღეში ჩაყარა, რომ მსგავს ბოდვებს ალაპარაკებს. „აი ამ პატივცემულ გვამს კონსტიტუციონალისტი ქვია, ეთერ-ეთერ დაიარება და ხალხს ჭკუას არიგებს… ხმალაძის აზრით, ტრამპის მოლოცვა ყოფილა თურმე პროტოკოლური, ხოლო აი რუბიომ შინაარსი ჩადო თავის სიტყვებში. ასეა – როდესაც აგენტს უწევს ყველაფრის “გაპრავება”, მსგავს სისულელესაც ისე ამაყად იტყვის, რომ წარბიც კი არ შეუთამაშდება. რომ დაევალებინათ, იმასაც იტყოდა, ტრამპი არაფერია, აშშ-ს მარკო რუბიო მართავსო, მაგრამ თუ ხმალაძის და მისი მსგავსი უსინდისოების ბუნებას გავითვალისწინებთ, არც ესაა გამორიცხული. ფაქტი კი ერთია – აშშ-ს პრეზიდენტის ღირსეულმა მოლოცვამ მთლიანად ჩამოანგრია ისედაც დაშლილი ოპოზიციური აგენტურა და ისეთ დღეში ჩაყარა, რომ მსგავს ბოდვებს ალაპარაკებს…“ – წერს დავით ჩიხელიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება