fbpx

დავით შერაზადიშვილმა ფორუმში „ადამიანის უფლებების ლოკალიზება: ადგილობრივი
ხელისუფლების გაძლიერება საქართველოში“ მონაწილეობა მიიღო

დავით შერაზადიშვილმა ფორუმში „ადამიანის უფლებების ლოკალიზება: ადგილობრივი
ხელისუფლების გაძლიერება საქართველოში“ მონაწილეობა მიიღო
ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ეგიდით, პროექტის
„მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ
დონეზე საქართველოში“ ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობების ფორუმის
პირველი ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
ფორუმში „ადამიანის უფლებების ლოკალიზება: ადგილობრივი ხელისუფლების
გაძლიერება საქართველოში“ მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით
შერაზადიშვილმა და ბოლნისის საკრებულოს თავჯდომარემ თამაზ ჟორჟოლიანმა მიიღეს.
შეხვედრაზე ყურადღება მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და ადგილობრივ
მმართველობაში ადამიანის უფლებათა დაცვაზე, ასევე ადგილობრივ დონეზე სოციალური
ინკლუზიის გაუმჯობესების, თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობისა და პოლიტიკაში
გენდერული პერსპექტივების გათვალისწინების მნიშვნელობაზე გამახვილდა.
აღსანიშნავია, რომ დავით შერაზადიშვილის გარდა, ფორუმს კონკურსის შედეგად
შერჩეული 12 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
„ადგილობრივი თვითმმართველობების როლი ადამიანთა უფლებების დაცვის პროცესში
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ადგილობრივ ხელისუფლებას საშუალება აქვს
მოქალაქეთა საჭიროებები ლოკალურად შეისწავლოს და მათზე რეაგირებაც დროულად
მოახდინოს. ადგილობრივი თვითმმართველობების მნიშვნელობა ამ კუთხით ორმაგად
იზრდება ეთნიკურად მრავალფეროვან მუნიციპალიტეტებში. პროექტი „მონაწილეობითი
დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე
საქართველოში“ შესაძლებლობას მოგვცემს, ადგილობრივი თვითმმართველობის
განხორციელების პროცესში ჩვენი მოქალაქეების როლი მეტად გავზარდოთ, რაც
თვითმმართველობის ეფექტური მუშაოების ერთ-ერთი ყველაზე საჭირო კომპონენტია. ამ
მიზნის მიღწევაში კი მსგავსი ფორუმები, დასავლური გამოცდილების გაზიარება, უდავოდ
დაგვეხმარება“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება