დავით შერაზადიშვილმა სოფელ ქვემო ბოლნისის
N1 საჯარო სკოლის პედაგოგს, ლალი დალაქიშვილი-ასლამაზიშვილს საქართველოს
დამსახურებული მასწავლებლის წოდების მინიჭება მიულოცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა სოფელ ქვემო ბოლნისის
N1 საჯარო სკოლის პედაგოგს, ლალი დალაქიშვილი-ასლამაზიშვილს საქართველოს
დამსახურებული მასწავლებლის წოდების მინიჭება მიულოცა
სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის პედაგოგს, ლალი დალაქიშვილი-
ასლამაზიშვილს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა. ეს
წარმატება პედაგოგს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა
პირადად მიულოცა და მას დამსახურებული მასწავლებლის სიგელი, სამკერდე ნიშანი
და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრას ბოლნისის
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ია სვანიძე და სოფელ ქვემო
ბოლნისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ზიათხან სარდაროვი ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ლალი დალაქიშვილი-ასლამაზიშვილი მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის ქართული, როგორც
მეორე ენა, საუკეთესო მასწავლებლად დაასახელა, 2020 წელს კი მას პედაგოგის
უმაღლესი წოდება – მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
„სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის პედაგოგს ლალი დალაქიშვილი-
ასლამაზიშვილს დამსახურებული მასწავლებლის წოდების მიღება პირადად
მივულოცე. თითოეული ჩვენგანი ვამაყობთ, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტს, ლალი
მასწავლებლის სახით, ასეთი პროფესიონალი, ქვეყანაზე, მოსწავლეებზე უზომოდ
შეყვარებული პედაგოგი ჰყავს. ქალბატონ ლალის, ბოლნისის მუნიციპალიტეტში
ქართული ენის პოპულარიზაციის საქმეში უკვე დიდი წვლილი აქვს შეტანილი. მისი
სწავლების თანამედროვე, ეფექტური მეთოდი ყველასგან გამოირჩევა და გასაკვირი
არაა, რომ ის ასეთი წარმატებული პედაგოგია. ლალი მასწავლებელს მომავალშიც
არაერთ წარმატებას ვუსურვებ და მთელი გულით მადლობას ვუხდი იმ დიდი
შრომისთვის, რასაც ის მუნიციპალიტეტის განათლების სისტემის განვითარებისთვის,
თითოეული მოსწავლისთვის აკეთებს“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის
მერმა დავით შერაზადიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება