fbpx

დავით შერაზადიშვილმა სკოლის მოსწავლეებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობა გააცნო

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „დეცენტრალიზაციისა და კარგი
მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში” (DGG) ფარგლებში,
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ქალაქ ბოლნისის N5 და
სოფელ რატევნის საჯარო სკოლის მოსწავლებს უმასპინძლა.
პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად,
მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები
მოინახულეს და მერიის სხვადასხვა სამსახურის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე
გაეცნენ.
“გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ფარგლებში, დღეს სკოლის მოსწავლეებს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურის მუშაობის სპეციფიკა
გავაცანით. ახალგაზრდებთან ერთად ასევე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც
მოვინახულეთ. მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახალგაზრდებს
საშუალება აქვთ ადგილზე გაეცნონ და დააკვირდნენ საჯარო მოხელეების მუშაობას, ეს
კი ხელს უწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მათ
ჩართულობას. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, მსგავს პროექტებში აქტიური მონაწილეობა
მივიღოთ და ახალგაზრდებს ვუმასპინძლოთ”, – განაცხადა ბოლნისის
მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება