fbpx

დავით შერაზადიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა

ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით
შერაზადიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად,
ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა.
დავით შერაზადიშვილმა ახალგაზრდებთან ადგილობრივი თვითმმარველობის
მნიშვნელობაზე, მერიის მიერ შეთავაზებულ სხვადასხვა სერვისსა და პროექტზე
ისაუბრა. შეხვედრის დასასრულს მერმა ახალგაზრდების მიერ დასმულ კითხვებს
უპასუხა.
ახალგაზრდებთან შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო
თანასწორობის პლატფორმა“ პროექტის „სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების
პიროვნული განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა“ ფარგლებში
მოეწყო. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს
მიერ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება