fbpx

დავით შერაზადიშვილი ქალაქ ბოლნისში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს გაეცნო

ქალაქ ბოლნისში, სოხუმის ქუჩაზე, ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი ბაზალტით, 110 გრძივი
მეტრი საავტომობილო გზა და ტროტუარი მოიკირწყლება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს აკაკი წერეთლის ქუჩის ერთ
მონაკვეთზე. პროექტის ფარგლებში, 138 გრძივ მეტრზე ქვაფენილი დაიგება, ასევე
მოწესრიგდება ტროტუარები. აღსანიშნავია, რომ ქვაფენილით მოიკირწყლა აკაკი
წერეთლის ქუჩის 117 გრძივი მეტრიც,

გზის მოწყობის სამუშაოები დასრულდა სიონის ქუჩაზე, სადაც 241 გრძივ მეტრ
საავტომობილო გზასა და ტროტუარზე ქვაფენილი დაიგო. პროექტი გარე განათების
ქსელის მოწყობას და მოსახლეობის ჭიშკრების შეცვლასაც ითვალისწინებდა. სიონის
ქუჩის ერთ მონაკვეთზე ასევე მოეწყო სანიაღვრე ქსელიც.

აღნიშნული პროექტები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და
ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 172
474 ლარს შეადგენს.

ქალაქ ბოლნისში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმდინარე და დასრულებულ
პროექტებს ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი
მოადგილე ლონგინოზ გასანოვთან და მერიის სივრცითი მოწყობისა და
ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო.

2023 წელს, ქალაქ ბოლნისში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის ჯამში 6 616
000 ლარამდე ღირებულების სამუშაოები განხორციელდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება