fbpx

დავით შერაზადიშვილი და გიორგი დოხტურიშვილი ბოლნისის წყალარინებისსისტემების მოწყობის მიმდინარე პროექტს გაეცნენ


ქალაქ ბოლნისში, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, აზიის
განვითარების ბანკის მხარდაჭერით, გამართული წყალარინების მომსახურების
უზრუნველსაყოფად სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს. ინფრასტრუქტურულ
პროექტს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ქვემო ქართლში
სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში, წყალარინების მომსახურების მიზნებიდან გამომდინარე,
ბოლნისში მოეწყობა წყალარინების ქსელი, რომელიც დაუკავშირდება თანამედროვე
ტიპის გამწმენდ ნაგებობას, რომლის მშენებლობაც ქალაქ მარნეულში მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, ბოლნისში უკვე მოწყობილია, დაახლოებით,
10 კმ წყალარინების ქსელი.
ქალაქ ბოლნისში წყალარინების სისტემების სამშენებლო სამუშაოების ძირითადი
ნაწილი დასრულდება 2023 წლის ბოლოს, ხოლო დასკვნითი ნაწილი 2024 წლის
გაზაფხულზე. ზემოაღნიშნულ პროექტებს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით
20 მლნ. ლარზე მეტი მოხმარდება.
“სასიხარულოა, რომ პანდემიის დროს შეჩერებული კანალიზაციის მშენებლობის
პროცესი ახლა უკვე აქტიურად მიმდინარეობს. მიწისქვეშა კომუნიკაციის მოწესრიგება
გვაძლევს საშუალებას ქალაქ ბოლნისში საგზაო ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგოთ.
კანალიზაციის ქსელის მოწყობის პარალელურად ქალაქში რამდენიმე ქუჩის
რეაბილიტაციას ხორციელდება და ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდება”, – განაცხადა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება