fbpx

და­ვით ქევ­ხიშ­ვი­ლი ლერი ხაბე­ლოვს უპი­რის­პირ­დე­ბა

და­ვით ქევ­ხიშ­ვი­ლი ლერი ხა­ბე­ლოვს უპი­რის­პირ­დე­ბა. 10 აგ­ვის­ტოს სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­ურ კო­მი­ტეტ­ში გა­ი­მარ­თა გამ­გე­ო­ბის სხდო­მა, რო­მელ­მაც კო­მი­ტე­ტის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის თა­რი­ღად 11 სექ­ტემ­ბე­რი და­ად­გი­ნა, კან­დი­და­ტად კი ლერი ხა­ბე­ლო­ვი წა­რად­გი­ნა.

ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ამ­ჟა­მად ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ქევ­ხიშ­ვი­ლი სოცქსელ­ში ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

„მე­გობ­რე­ბო, მინ­და ორი­ო­დე სი­ტყვით გა­მო­ვეხ­მა­უ­რო ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნის თა­ო­ბა­ზე, რაც მი­მაჩ­ნია, რომ თა­ვის­თა­ვად არის გაგ­რძე­ლე­ბა იმ უსა­მარ­თლო ქმე­დე­ბის, რო­მე­ლიც წეს­დე­ბა­ში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნის სა­ხით და­ფიქ­სირ­და გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში.

ამ ცვლი­ლე­ბით ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტმა სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლო მო­ტი­ვით „და­ა­კა­ნო­ნა“ არ­ჩევ­ნებ­ზე ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად ყოფ­ნის შე­ზღუდ­ვა და მო­ახ­დი­ნა ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი და ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრინ­ცი­პის, კონ­კუ­რენ­ცი­ის, შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბის აკ­რძალ­ვა. აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­ვის დრო­ზე გახ­და მი­ზე­ზი ჩემი მხრი­დან, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის აღ­მას­კო­მის წევ­რის სტა­ტუ­სის და­ტო­ვე­ბის.

დღეს უკვე პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი უფრო შორს წა­ვი­და და ამ ორი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბით ფაქ­ტობ­რი­ვად გა­ე­მიჯ­ნა სა­ხელ­მწი­ფო­სა და შე­სა­ბა­მი­სად, მმარ­თვე­ლი გუნ­დის ზო­გად სპორ­ტულ პო­ლი­ტი­კას. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მან კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ და­ა­ყე­ნა თა­ვად ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან და­ფი­ნან­სე­ბის სა­კი­თხი, რა­მე­თუ ყვე­ლა­ნა­ი­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პის დარ­ღვე­ვა იქ­ნე­ბა ასე­თი სა­ხის, ჩა­კე­ტილ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად ქცე­უ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ფი­ნან­სე­ბა ვფიქრობ, საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სრულად უნდა აიღოს ეს ფუნქცია და სპორტი ოლიმპიური კომიტეტის გვერდის ავლით, ისე რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნას სპორტულ ფედერაციებს, ოლიმპიური კომიტეტისთვის ბიუჯეტის განსაზღვრის გარეშე დააფინანსოს. ჩემთვის ამ ყოველივეს აღნიშვნა ორმაგად აუცილებელია და მნიშვნელოვანი, რამეთუ გახლავართ არა მხოლოდ სპორტული საზოგადოების წევრი, არამედ პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი. ვფიქრობ სწორედ ასეთი თვითნებური გადაწყვეტილებები მავანთა მხრიდან აყენებს ჩრდილს ჩვენს ერთიან პოლიტიკას, რაც აუცილებლად უნდა იქნეს განხილული, როგორც მინიმუმ, სპორტული პოლიტიკის მმართველ ორგანოებში“


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares