fbpx

დავით ქართველიშვილი: ყველაზე დიდი კორუფციონერი და ელიტური კორუფციის ფუძემდებელი კეზერაშვილი – აფინანსებს “ანტიკორუფციულ” ბიუროს

დავით ქართველიშვილი: ყველაზე დიდი კორუფციონერი და ელიტური კორუფციის ფუძემდებელი კეზერაშვილი – აფინანსებს “ანტიკორუფციულ” ბიუროს, რომელსაც ასევე მართავს კორუფციონერი, თაღლითი და კლოუნი ხაბეიშვილი „ის რომ ჯერ კიდევ შარშან საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული იქნა ე.წ. “ქოლ/ცენტრების” კრიმინალური დაჯგუფების 7 წევრი – ჩვენი სპეცსამსახურების თავის საერთაშორისო პარტნიორებთან ნაყოფიერი მუშაობის ნათელი მაგალითია.“- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ქართველიშვილი. მისი თქმით სწორედ ამ და სხვა უკანონო შემოსავლებით, ყველაზე კორუმპირებული ადამიანი დავით კეზერაშვილი ამჟამად აფინანსებს ლევან ხაბეიშვილის “ანტიკორუფციულ” ორგანიზაციას „ის, რომ ქვეყნის სპეცსამსახურები პროკურატურასთან ერთად საკუთარ საქმიანობას არ აფიშირებენ ფეიკ/ტელე/მედია სივრცეში – არამედ უხილავ რეჟიმში წარმატებულ საქმიანობას ეწევიან, არის ამ სტრუქტურების რეალური სახის, ეფექტურობისა და წარმატების უტყუარი ინდიკატორი. ის რომ ჯერ კიდევ შარშან საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული იქნა ე.წ. “ქოლ/ცენტრების” კრიმინალური დაჯგუფების 7 წევრი – ჩვენი სპეცსამსახურების თავის საერთაშორისო პარტნიორებთან ნაყოფიერი მუშაობის ნათელი მაგალითია. ექვს მათგანს წარედგინათ ბრალდება თაღლითობისთვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194 მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მხოლოდ ამ ერთი ჯგუფის მიერ დანაშაულებრივი სქემით განხორციელდა თაღლითურად დაუფლებული 9,490,991 ევროს, 716 642 აშშ დოლარის და 218 000 ბრიტანული ფუნტი სტერლინგის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ბრალდებულებმა სრულყოფილად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მოგვაწოდეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია კრიმინალური ქსელის “გერმანია – ესპანეთი – შვედეთის” ლოკაციებზე ჩადენილი ფინანსური მაქინაციების თაობაზე, რასაც ხელმძღვანელობდა უკრაინაში მოღვაწე, დავით კეზერაშვილის ბიზნეს/პარტნიორი, ისრაელის მოქალაქე დავით თოდუა. ბრალდებულებმა ასევე სრულად ამხილეს ამ ტრანსნაციონალურ დანაშაულში ისრაელის მოქალაქეები, მამა/შვილი იაკობ და ნადერ გოვერების მონაწილეობა, რომლებიც საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდნენ – ამჟამად კი ერთ-ერთი მათგანი იტალიაში, ხოლო მეორე პორტუგალიაში იქნა დაკავებული. სწორედ მამა/შვილ გოვერებს ქოლ ცენტრი საქართველოში ჰქონდათ გახსნილი (“ოუფენ ჰაბი”), მუშაობდნენ გერმანიის მიმართულებაზე – ერთს ებარა აი-ტი-ს სეგმენტი, ხოლო მეორეს მთლიანად “ქოლ/ცენტრის” საქმიანობა. მათთან ერთად აღნიშნულ კრიმინალურ საქმიანობაში ასევე იყო ჩართული ვინმე პაველ კოტლერი და იური დაშევსკი. სწორედ ამ და სხვა უკანონო შემოსავლებით, ყველაზე კორუმპირებული ადამიანი დავით კეზერაშვილი ამჟამად აფინანსებს ლევან ხაბეიშვილის “ანტიკორუფციულ” ორგანიზაციას. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ყველაზე დიდი კორუფციონერი და ელიტური კორუფციის ფუძემდებელი კეზერაშვილი – აფინანსებს “ანტიკორუფციულ” ბიუროს, რომელსაც ასევე მართავს კორუფციონერი, თაღლითი და კლოუნი ხაბეიშვილი. შაპიტო in action!“- წერს ქართველიშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება